როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ვადები? - დეტალებს კონსტიტუციონალისტი განმარტავს | Allnews.Ge

როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და ვადები? - დეტალებს კონსტიტუციონალისტი განმარტავს

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის უა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზი­ტე­ბი და­ი­წყო, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და. პრე­ზი­დენტს მმარ­თველ­მა გუნ­დმა ამ­ჯე­რა­დაც შე­ახ­სე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა“ ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ის მხო­ლოდ მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ამ­ბო­ბენ, პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია "უხე­შად და­არ­ღვია“, რა­საც რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვერ და­ტო­ვე­ბენ, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სწო­რედ იმ­პიჩ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე ambebi.ge-სთან გან­მარ­ტავს, თუ რა პრო­ცე­დუ­რე­ბი და ვა­დე­ბია პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით:

"იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის აღ­ძვრის უფ­ლე­ბა აქვს პარ­ლა­მენ­ტის მი­ნი­მუმ 50 დე­პუ­ტატს, რომ­ლე­ბიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და­სა­ბუ­თე­ბულ ბრალ­დე­ბას წა­რად­გე­ნენ - და­წე­რენ, რო­მე­ლი მუხ­ლი და­ირ­ღვა, რა­ტომ და­ირ­ღვა, დარ­ღვე­ვის რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. შემ­დეგ სა­კი­თხი გა­და­ე­ცე­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე 1 თვის ვა­და­ში იმ­სჯე­ლებს (სა­ა­მი­სოდ 1 თვე აქვს). ამას­თა­ნა­ვე, იმის­თვის, რომ პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცია დარ­ღვე­უ­ლად ჩა­ეთ­ვა­ლოს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 9-დან 6-მა მო­სა­მარ­თლემ უნდა და­უ­ჭი­როს მხა­რი.

vakhushti-menabde-74725-1693891864.jpg

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ თუ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და­წე­რა, იმ­პიჩ­მენტზე მსჯე­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა.

და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში (ანუ თუ თქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია), სა­კი­თხი გა­და­ვა პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც მას აქვს ორი კვი­რა და სა­დაც სა­ჭი­როა 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა. ეს ხმე­ბი თუ ვერ მოგ­როვ­და, პრო­ცე­სი, რა თქმა უნდა, შე­წყდე­ბა და იმა­ვე სა­ფუძ­ვლით იმ­პიჩ­მენ­ტის აღ­ძვრა აღარ შე­იძ­ლე­ბა. იხილეთ სრულად