მანამ კონცერტი დაიწყება - უცნობი ფაქტები Imagine Dragons-ის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდე | Allnews.Ge

მანამ კონცერტი დაიწყება - უცნობი ფაქტები Imagine Dragons-ის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდე

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Imagine Dragons კონცერტს გამართავს. კონცერტის დაწყებამდე გთვაზობთ საინტერესო ფაქტებს ჯგუფის შესახებ.

Imagine Dragons თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული როკჯგუფია. 2012 წლის სექტემბერში გამოშვებული სადებიუტო ალბომის შემდეგ, ბენდმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. ალბომი Night Visions პირველივე კვირაში 83 000 ეგზემპლარად გაიყიდა და ბილბორდის ჩარტებში მე-2 ადგილზე მოექცა.

abl298-imagine-dragonsjpg-8000x400-1693474118.0_q85_subsampling-2.jpg

ჟანრი

Imagine Dragons-ის მუსიკა ჟანრობრივად მაინცდამაინც დავიწროებული არაა და მოიცავს როგორც პოპ-როკს, ასევე ელექტროპოპს, ინდი-პოპსა და ალტერნატიულ როკს. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჯგუფის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ჰიპ-ჰოპს მოუხდენია.

დენ რეინოდსს FBI-ში მუშაობა სურდა

maxresdefault-1693474197.jpg

ჯგუფის სოლისტი დენ რეინოლდსი ბავშვობაში მუსიკალურ კაერიაზე არც კი ფიქრობდა. მისი უდიდესი სურვილი იყო FBI-ის აგენტი გამხდარიყო.

რას ნიშნავს ბენდის სახელი?

ბენდის სახელის მნიშვნელობა წევრების გარდა არავინ იცის. მეტიც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობია ეს საიდუმლო. არსებობს აზრიც, რომ, რეალურად, არანაირი დაშიფრული მნიშვნელობა ჯგუფის სახელს არ აქვს, თუმცა, მუსიკოსები ახლო მომავალში მის გამჟღავნებას მაინც არ აპირებენ.

ბენდის ორი წევრი მორმონი იყო

74820a5c-585b-488e-b4e9-50fb006186db-1693474248.avif

ჯგუფის ორი წევრი წინათ მორმონი იყო — სოლისტი დენ რეინოლდსი და გიტარისტი უეინ სერმონი. მორმონები, იგივე უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, ერთ-ერთი ცნობილი ქრისტიანული კონფესიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული და კონტროვერსიული თემა უკავშირდება. დენ რეინოლდსს ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც სწორედ მორმონთა ეკლესიის დაფინანსებულია.

აქვე გაიცნო მან Imagine Dragons-ის უკვე ყოფილი წევრი ენდრიუ ტოლმანი. რეინოლდსმა 2021 წელს განაცხადა, რომ მორმონი აღარაა. თუმცა, იგი მანამდეც პროგრესული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა და საკუთარი ეკლესიის შეხედულებებსაც უპირისპირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: უცნაური რელიგიური ჯგუფი აშშ-ში, რომელიც ცივილურ სამყაროს გაემიჯნა- ვინ არიან ამიშები?

დენ რეინოლდსი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა

დენის მშობლებს, რონალდსა და კრისტინას 9 შვილი ჰყავთ, მათგან დენი მეშვიდეა. მორმონების ოჯახში მრავალშვილიანობა არავის უკვირს და მათ უმეტესობას 5-ზე მეტი შვილი ჰყავს.

დენ რეინოდსი მეუღლეს შორდება

par1219-cvfea-danreynolds-2-hi-wm-1-2000-c9bd7166aad341d18e906649ed8145b5-1693474456.jpg

2010 წელს, კონცერტის დასრულების შემდეგ, რეინოლდსი შეხვდა აიჯა ვოლკმანს, ამერიკული როკ-ჯგუფის "Nico Vega"-ს მომღერალს. მათ ჩაწერეს 4 ტრეკი, რომლებიც ასახული იყო ალბომში სახელწოდებით "ეგვიპტური". უკვე 2011 წელს შეყვარებულები დაქორწინდნენ. მათ 4 საერთო შვილი ჰყავთ.

მაგრამ ცოტა ხნის წინ წყვილმა 7 წლის ქორწინების შემდეგ განქორწინების შესახებ განაცხადა. ოფიციალურად ისინი ჯერ კიდევ ქორწინებაში იმყოფებიან და ახლა განქორწინებისთვის საჭირო პროცედურებს გადიან.

გინესის რეკორდი

mckee-5-1693474058.jpg

ბენდის ბასისტმა ბენ ნაკნიმ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - კონცერტის დროს ის 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად უკრავდა.

უკრაინის მხარდაჭერა

233728-1693474519.jpg

უკრაინაზე რუსეთის აგრესიული თავდასხმის დღიდან ბენდი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. მათ კონცერტებზე უკრაინის დროშას ხშირად ნახავთ. ამასთან 2023 წლის მაისში ბენდმა ახალი სიმღერა Crushed გამოუშვა, რომელიც უკრაინელებს ეძვნებათ და კლიპში ომის შედეგად განადგურებული დასახლებებია ნაჩვენები.

კომენტარებში დაგვიწერეთ რომელია ბენდის თქვენთვის საყვარელი სიმღერა.

myquiz