იცით, რატომ დაირქვა სტალინმა "კობა"? - სტალინის ახალგაზრდობის დეტალები, რომლებიც ბევრისთვის უცნობია | Allnews.Ge

იცით, რატომ დაირქვა სტალინმა "კობა"? - სტალინის ახალგაზრდობის დეტალები, რომლებიც ბევრისთვის უცნობია

ცხადია, ყველამ იცის, რომ "სტალინი" იოსებ ჯუღაშვილის ფსევდონიმია. უბრალო მეწაღისა და დიასახლისის ვაჟი 1878 წელს დაიბადა, საქართველოში. მამამისი, ბესარიონი ლოთი და ჩხუბისთავი იყო. იგი დააპატიმრეს კიდევ საქალაქო პოლიციის უფროსზე თავდასხმისთვის.

1894 წელს 16 წლის იოსებმა რუსულ დაწყებით მართლმადიდებლურ სემინარიაში სწავლისთვის გრანტი მიიღო. სემინარიაში სწავლის პირველივე წლის ბოლოს მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ღმერთის არსებობის არ სჯეროდა.

2016041612411646204-1-1693381987.jpg

1894 წ. 15 წლის იოსებ ჯუღაშვილი

მიუხედავად ამისა, იოსები სემინარიაში 1899 წლამდე დარჩა, შემდეგ კი გამოსაშვები გამოცდის ჩაუბარებლობის გამო გარიცხეს. მაგრამ იმ დროს ახალგაზრდა უკვე სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: იგი გატაცებული იყო ლენინის ნაშრომებით და მარქსისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებაში შევიდა.

პირველი ფსევდონიმი მომავალმა ბელადმა ჯერ კიდევ სემინარიაში აიღო. იგი თავის თავს კობას ეძახდა და მოითხოვდა, რომ ამხანაგებსაც ასე დაეძახათ.

ეს არის იოსეების საყვარელი რომანის, ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელის" პერსონაჟის სახელი. ნაწარმოებში კობა არის ახალგაზრდა გლეხი - ერთგვარი "კეთილშობილი ყაჩაღი"

2016041612405146204-1-1693382010.jpg

1901 წ. სტალინი 23 წლის ასაკში

საეკლესიო სკოლლიდან წასვლის შემდეგ სტალინი მეტეოსადგურზე მუშაობდა 1901 წლამდე. შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც იატაკქვეშა რევოლუციონერი. კობა აწყობდა მიტინგებს, არეულობებს, წერდა სტატიებს იატაკქვეშა პროპაგანდისტული გაზეთებისთვის. 1904 წელს იგი შეუერთდა ახალ ლენინურ ბოლშევიკურ ჯგუფს.

1911 წელს კობა იღებს მეორე და საბოლოო ფსევდონიმს, რომელიც მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით შიშისა და ბევრისთვის პატივისცემის გრძნობას აღძრავდა - კობა სტალინი ხდება.

myquiz