რთული ამოცანა, რომელსაც Apple-ში გასაუბრებაზე მყოფებს უსვამენ - შეამოწმე, გაივლიდი თუ არა გასაუბრებას? | Allnews.Ge

რთული ამოცანა, რომელსაც Apple-ში გასაუბრებაზე მყოფებს უსვამენ - შეამოწმე, გაივლიდი თუ არა გასაუბრებას?

ბევრ ადამიანს სურს პრესტიჟული სამსახურის დაწყება ცნობილ მსხვილ კომპანიებში, თუმცა საამისოდ მხოლოდ ერთეულებს თუ უმართლებთ. საუკეთესო კანდიდატების ასარჩევად კი ცნობილი კომპანიები ,,ტვინის შტურმის” სხვადასხვა ამოცანებს იყენებენ. ეს უკანასკნელები კი ხშირად დამაბნეველია.

დღევანდელი ამოცანა დაგეხმარებათ დაადგინოთ რამდენად წარმატებით გაივლიდით მსგავს გასაუბრებას.

ამოცანა

ერთ-ერთი სერიალის გმირმა – შელდონ კუპერმა – თამაშში ყველა წინააღმდეგობა გადალახა და აღმოჩნდა ფინიშთან. მას მხოლოდ დარჩა ის, რომ ორი კარიდან სწორი აირჩიოს.

ერთს სიმდიდრისკენ მიჰყავს, მეორეს კი უსასრულო ლაბირინთისკენ. ორივე კარს დარაჯი ჰყავს. ორივე მათგანმა იცის, თუ რომელი კარის უკან იმალება სიმდიდრე.

ერთ-ერთი მცველი ყოველთვის სიმართლეს საუბრობს, მეორე კი მატყუარაა. მაგრამ კუპერს ნება დართეს, ერთ-ერთ დარაჯს მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვას და გაიგოს რომელი კარი უნდა შეაღოს.

jim-parsons-094f034048394457169d42611ecc5356ecd05c93-s1100-c50-1693294652.jpg

შეკითხვა:

რა კითხვა შეიძლება დასვას კუპერმა, რათა სწორ კარში მოხვდეს?

გაფრთხილება: პასუხს ნახავთ ფოტოს ქვემოთ

young-sheldon-2-1693294688.webp

ეს არც ისე რთულია. შელდონმა უნდა დაუსვას შემდეგი შეკითხვა ერთ-ერთ მათგანს: რომელი კარი მიიყვანს განძთან მეორე მცველის შეფასებით? თუ ამ შეკითხვას იმ დარაჯს დაუსვამს, რომელიც არასდროს იტყუება, ის გაახმოვანებს მატყუარას აზრს და ლაბირინთში შემავალი კარისკენ მიუთითებს. ხოლო თუ კუპერი მატყუარა მცველს შეეკითხება, ამგვარადაც გაიგებს, რომელი არის უკანა ლაბირინთი, რადგან ის აუცილებლად მოატყუებს.

myquiz