კანადურ რადიოსადგურებს კანონით მოეთხოვებათ, დღის სულ მცირე 35% მხოლოდ ადგილობრივი მუსიკოსების შემოქმედებას დაუთმონ - უცნაური კანონები მსოფლიოში, რომელთა დარღვევისთვის შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდეთ | Allnews.Ge

კანადურ რადიოსადგურებს კანონით მოეთხოვებათ, დღის სულ მცირე 35% მხოლოდ ადგილობრივი მუსიკოსების შემოქმედებას დაუთმონ - უცნაური კანონები მსოფლიოში, რომელთა დარღვევისთვის შესაძლოა, ციხეშიც აღმოჩნდეთ

ველა ქვეყანაში განსხვავებული წეს-ჩვეულებები არსებობს, რომლებიც ხშირად კურიოზულადაც კი გვეჩვენება, ხანდახან კი ისინი მნიშვნელოვან კულტურულ ფასეულობაზე მიანიშნებენ.

გთავაზობთ მსოფლიოში უცნაური კანონების სიას, რომლის დარღვევის შედეგად მკაცრად დაჯარიმდებით, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა, გისოსებს მიღმაც აღმოჩნდეთ.

ტურინელი ძაღლები დღეში სამჯერ უნდა ასეირნოთ

4a2a75e5f2e74c02bacd965319429dc3-1693035977-1693121848.webp

თუკი ოთხფეხა მეგობარი გყავთ და ტურინში (იტალიაში) ცხოვრობთ, ვალდებული ხართ, თქვენი ძაღლი დღეში სამჯერ გაასეირნოთ ან გადაიხადოთ ჯარიმა 500 ევროს ოდენობით.

თუმცა, აკრძალვები ამით არ სრულდება: აკრძალული გაქვთ ძაღლის ბეწვის შეღებვა ან შეჭრა, რადგან ესეც ცხოველის მიმართ სისასტიკედ მიიჩნევა.

ალასკაზე ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ

girl-speaking-into-a-megaphone-1693035959-1693121863.jpeg

ალასკას ქალაქ Fairbanks-ში აკრძალულია ხმამაღლა საუბარი. ქალაქის კოდექსის მიხედვით, ეს სიმშვიდის დარღვევად ჩაითვლება.

უწესრიგო ქცევისთვის, მათ შორის სიმშვიდის დარღვევისთვის შესაძლოა, 2000 დოლარამდე ჯარიმა, 90 დღემდე პატიმრობა ან ორივეს ერთად მიიღოთ.

არიზონას კაქტუსების გამო შესაძლოა, ციხეშიც მოხვდეთ

cactus-9bc1cee27cff-1693035730-1693121885.jpg

არიზონა ცნობილია თავისი საკულტო კაქტუსებით და რადგან ისინი მიწის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, კაქტუსების მოჭრა ნებართვის გარეშე უკანონოდ მიიჩნევა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონს არ დაიცავთ, ჯარიმასთან ერთად შესაძლოა, ციხეშიც ამოყოთ თავი. იხილეთ სრულად

myquiz