პუტინმა პრიგოჟინი დემონსტრაციულად დასაჯა - რა შეიძლება ესროლათ "ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავისთვის? | Allnews.Ge

პუტინმა პრიგოჟინი დემონსტრაციულად დასაჯა - რა შეიძლება ესროლათ "ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავისთვის?

მოხ­და ის, რა­საც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ელო­და, მას შემ­დეგ, რაც 23 ივ­ნი­სის ღა­მეს "ვაგ­ნე­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი­დან მოხ­სნი­ლი საბ­რძო­ლო რაზ­მე­ბი თა­ვი­სი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით უკან მო­აბ­რუ­ნა რუ­სე­თის­კენ, ჯერ როს­ტოვ­ში სამ­ხედ­რო ოლ­ქის შტა­ბი და­ი­პყრო და პა­რა­ლე­ლუ­რად, თვით მოს­კო­ვის­კენ ჯავ­შან­ტექ­ნი­კის "გარ­ბე­ნი“ მო­ა­წყო...

ეს იყო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზე უდი­დე­სი დარ­ტყმა: მე­ფეს გა­უ­ბე­დეს და აუ­ჯანყდნენ!

ამას პუ­ტი­ნი არა­ვის აპა­ტი­ებ­და და რო­გორც ხე­დავთ, ასეც მოხ­და, თა­ნაც დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და გარ­კვე­უ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბის დაც­ვით...

ამ­ბო­ხი­დან გან­ვლი­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პრი­გო­ჟი­ნის ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცია პუ­ტი­ნის რე­ჟიმს ყველ­გან შე­ეძ­ლო - ბე­ლა­რუს­შიც, სა­დაც ამ­ბო­ხის შემ­დეგ "ვაგ­ნერ­მა“ დრო­ე­ბით თავი შე­ა­ფა­რა, აფ­რი­კა­ში, სა­დაც კრემ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას ცდი­ლობს და თა­ვად მოს­კოვ­ში და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გშიც, რომ­ლებ­საც პრი­გო­ჟი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ სტუმ­რობ­და...

პრი­გო­ჟი­ნის სა­ლიკ­ვი­და­ცი­ოდ პუ­ტი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კი­ლე­რებს შე­ეძ­ლოთ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ სა­წამ­ლა­ვი, სნა­ი­პე­რის ტყვია, მან­ქა­ნის და­ნაღმვა, მაგ­რამ არ­ჩე­უ­ლი იქნა ყვე­ლა "შთამ­ბეჭ­და­ვი“ ხერ­ხი - ცაში აფეთ­ქე­ბა, რაც შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა...

prigozhin4-39201-1692871035.jpg

საქ­მე ის არის, რომ ორი თვის წინ პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნე­რის“ სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხი­სას, მათ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის 6 შვე­ულმფრე­ნი და ერთი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რაც შემ­დეგ პრი­გო­ჟინ­მა თა­ვის იმ მე­ზე­ნი­ტე­ებს და­აბ­რა­ლა, რომ­ლე­ბიც იდი­ო­ტო­ბის გამო ყვე­ლა­ფერს ეს­როდ­ნენ, რაც კი აე­როდ­რო­მი­დან აფ­რინ­დე­ბო­დაო...

progozhin345-39217-1692871046.jpg

შვი­დი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ჩა­მოგ­დე­ბის შე­დე­გად 20-მდე რუსი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, შტურ­მა­ნი და ბორ­ტინ­ჟი­ნე­რი და­ი­ღუ­პა, რა­მაც პრი­გო­ჟი­ნის ფი­გუ­რის მი­მართ ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა გა­მო­იწ­ვია რუს სამ­ხედ­რო ავი­ა­ტო­რებ­ში და მათ ნა­წილს გა­უჩ­ნდა შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი, რა­საც არც კი მა­ლავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz