როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია | Allnews.Ge

როგორ მოხვდა თურქეთის მხარეს უძველესი ქართული სოფელი: შვიდკომლიანი თათალეთის ისტორია

"ეს თურ­ქე­თის მხა­რეს დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფე­ლი თა­თა­ლე­თია, რო­მე­ლიც გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ე­თის დიდი დავთრის შედ­გე­ნის დროს ახალ­ქა­ლა­ქის ლი­ვის, ნი­ა­ლის­ყუ­რის ნა­ჰი­ე­ში შე­მა­ვა­ლი შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

თა­ვის დრო­ზე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს თა­თა­ლეთ­ში ორი ეკ­ლე­სია აქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი... ბა­ტონ­მა კახა ას­პა­ნი­ძემ მოგ­ვა­წო­და თა­თა­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვი­სი თურ­ქი მე­გობ­რის ფა­ტიჰ აკჩა­ის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი თა­თა­ლე­თის ერთი ეკ­ლე­სი­ის (ეტყო­ბა მე­ო­რე ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი) და თა­თა­ლე­თი­დან სამ­ხრე­თით, კი­ლო­მეტრ ნა­ხე­ვარ­ში მდე­ბა­რე ნა­მო­სახ­ლა­რის და ნა­ტაძ­რა­ლის ფო­ტო­ე­ბი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პუბ­ლი­ცის­ტი, მკვლე­ვა­რი კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი...

უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლის შე­სა­ხებ კუ­კუ­რი მეტ­რე­ვე­ლი ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებს გვაწ­ვდის...

- პირ­ვე­ლად თა­თა­ლე­თი მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ოს­მა­ლე­თის სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ბა­ტო­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­კარ­გა. მეს­ხე­თის უამ­რა­ვი სოფ­ლის მსგავ­სად ისიც ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც 1595 წელს ოს­მა­ლებ­მა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა და მო­ცუ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მეს­ხე­თის და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის, სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბის და სხვა სა­ვარ­გუ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რეს, თა­თა­ლე­თი მა­შინ შვიდ­კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა...

- ანუ ძა­ლი­ან პა­ტა­რა...

- დიახ.. გა­მოღ­მა სო­ფელ ქარ­ზა­მეთ­ში (ახლა ნა­სოფ­ლა­რია) მა­შინ 45 კომლს უცხოვ­რია. თუმ­ცა ეს პი­რო­ბი­თია, რად­გან მა­შინ­დე­ლი კომ­ლე­ბი სულ ცოტა 10-15 სუ­ლის­გან მა­ინც შედ­გე­ბო­და. ძმე­ბი, ძმა­თა შვი­ლე­ბი... ოჯა­ხე­ბით ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ერთი კომ­ლი 30-მდე სუ­ლის­გა­ნაც შედ­გე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ იმ­ხა­ნად თა­თა­ლე­თი მა­ინც პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ დაც­ლი­ლი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

tataleti-37673-1692343618.jpg

თა­თა­ლე­თი ჩრდი­ლო­ე­თი­დან, ქარ­ზა­მეტ­თის­წყლის ხე­ვი­დან

- სო­ფე­ლი ორ­ჯერ და­ი­კარ­გა...

- არა, თა­თა­ლე­თი ორ­ჯერ კი არა, სამ­ჯერ და­ი­კარ­გა! პირ­ვე­ლად რო­გორც უკვე გი­თხა­რით მე-16 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სრუ­ლი­ად მეს­ხე­თის ოს­მა­ლე­თის მიერ და­პყრო­ბის შე­დე­გად...მარ­თა­ლია 1828 წელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ან­დრი­ა­პო­ლი­სის ზა­ვით მეს­ხე­თის ნა­წი­ლი (24 სან­ჯა­ყი­დან მხო­ლოდ 10, რაც ის­ტო­რი­უ­ლი თო­რის, სამ­ცხის და ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილს უდ­რი­და) ოს­მა­ლე­თის თით­ქმის სამ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გად­მო­ვი­და.,მაგ­რამ- თა­თა­ლე­თი მა­ინც იქით მხა­რეს დარ­ჩა. იმ დროს რუ­სეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი ზედ ამ სო­ფელ­ზე გა­დი­ო­და.

364078238-9706239922784082-4691423757508325902-n-37685-1692343630.jpg

1878 წლის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის შემ­დეგ, როცა ის­ტო­რი­უ­ლი მეს­ხე­თის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც გა­თა­ვი­სუფ­ლდა და ფაქ­ტობ­რი­ვად აღ­დგა ძვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო (თუმ­ცა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში) თა­თა­ლე­თიც ისევ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ექ­ცა.

პირ­ველ მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში (1914-1918წწ) გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე პან­თურ­ქუ­ლი ოს­მა­ლე­თი კავ­კა­სი­ის ფრონტზე რუ­სეთ­თან სას­ტი­კად და­მარ­ცხდა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 1/3 და­კარ­გა. რუ­სე­ბი ტრა­პი­ზო­ნამ­დე ჩა­ვიდ­ნენ. მაგ­რამ 1917 წელს რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად კავ­კა­სი­ის ფრონტზე მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი არ­მია უმარ­თა­ვად დარ­ჩა, უკან და­ი­ხია და და­ი­შა­ლა. ფრონ­ტის ხა­ზის მო­შიშ­ვლე­ბით ისარ­გებ­ლა ოს­მა­ლეთ­მა და და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახლა უკვე მთე­ლი კავ­კა­სი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია. იხილეთ სრულად