შვედი მშობლების 5 წესი ბავშვის აღზრდაში, რომელმაც შვედები მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ხალხად აქცია | Allnews.Ge

შვედი მშობლების 5 წესი ბავშვის აღზრდაში, რომელმაც შვედები მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ხალხად აქცია

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის პიროვნებად მიღება და მისი არჩევანის პატივისცემა დაბადებიდან აუცილებელია.

იცით, რომ მსოფლიოში ჩვენთვის ასე საყვარელი კარლსონი, შვედების თვალსაზრისით, სულაც არ არის საყვარელი, არც მხიარული და არც ბავშვისთვის სასურველი მეგობარია? ამიტომ, ამ „ზომიერად ფრხორციან“ კაცუნას შვედურ სუვენირებისა და სათამაშოების მაღაზიებში ვერ შეხვდებით.

ზოგადად, შვედთში ბავშვების აღზრდისადმი მიდგომა ძალიან საინტერესოა. წარმოგიდგენთ შვედი მშობლების ხუთ ოქროს წესს ბავშვის აღზრდისთვის, რამაც საბოლოოდ შვედეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყნად აქცია.

1. სიყვარული არ ისჯება

შვედეთი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შვედ მშობლებს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთი უკმაყოფილების გამოხატვა ფიზიკური შეურაცხყოფის გზით. ყვირილი და გინება აქაც დაუშვებელია. ყველა საკამათო და სერიოზული საკითხი საუბრით წყდება - გრძელი, თანმიმდევრული და ცივილური გზით. თუ ბავშვის დარწმუნება ვერ ხერხდება და ბავშვი მაინც არ ემორჩილება, შეგიძლიათ ძლიერად ჩაეხუტოთ და დაელოდოთ, სანამ ქარიშხალი არ გაივლის და მშვიდი საუბრისა და ურთიერთგაგებისთვის შესაფერისი ატმოსფერო არ აღდგება.

2. მამები მნიშვნელოვანია!

ყველა პარკში შეგიძლიათ იპოვოთ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამა, რომელიც ბავშვს ეტლით ასეირნებს. თუ დღეს სამუშაო დღეა, ეს ნიშნავს, რომ მამები დეკრეტულ შვებულებაში არიან. აქ 16 დეკრეტული თვიდან სამი თვე ერთმა მშობელმა უნდა აიღოს და თუ ის უარს იტყვის ან ვერ ახერხებს, ეს დღეები - საგადასახადო ხაზინიდან კარგად ანაზღაურებული - უბრალოდ დაიკარგება. ამიტომ მამებს უყვართ და აფასებენ ამ დროს და არავინ ფიქრობს, დეკრეტულ შვებულებაზე უარის თქმაზე. ასევე თითოეული მამა კიდევ 10 დღიან შვებულებას იღებს ბავშვის დაბადებისთანავე - ბავშვს ორივე მშობელი დაბადებიდანვე სჭირდება.

3. ბიჭები და გოგოები თანასწორნი არიან

დავუშვათ, თქვენ ზღაპრულ პრინცესას კაბების მაღაზია გახსენით და რეკლამა შეუკვეთეთ, კანონის თანახმად, ვერ ახსენებთ ფრაზა "გოგონების" ტანსაცმელი. ისინი უნდა წარმოაჩინოთ როგორც ზოგადად ბავშვების სამოსი და ბიჭები და გოგოები თავად გაარკვევენ, ვის მოსწონს ისინი ყველაზე მეტად. ასევე არ არსებობს ექსკლუზიურად „ბიჭური თამაშები“: ყველას, ვისაც სურს ითამაშოს მშენებლობა და რობოტები, შეუძლია თამაში და ეს უცნაურად არავის მოეჩვენება. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას - ეს ღირებულება ერთ-ერთი ფავორიტია შვედეთში. იხილეთ სრულად

myquiz