45 წლის მილიონერი, ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით, საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს აგრძელებს | Allnews.Ge

45 წლის მილიონერი, ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით, საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს აგრძელებს

მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს აგრძელებს ახალგაზრდობის შენარჩუნების მიზნით.

ამჟამად, ის ქალური ჰორმონის, ესტროგენის ინექციებს იკეთებს მცირე დოზებით. ამ პრაქტიკაზე ის გადაერთო თავისი შვილის სისხლის გადასხმის წარუმატებელი ექსპარიმენტის შემდეგ. თვეში ერთხელ მისგან ერთ ლიტრ პლაზმას იღებდა, მაგრამ ექვსი პროცედურის შემდეგ ექიმებმა განუცხადეს, რომ ამას არავითარი შედეგი არ მოჰქონდა.

2023081214493090773-1692171599.jpg

თვითონ მილიარდერი კი თვლის: ეს კავშირშია იმასთან, რომ ამ პროცედურისთვის ძალიან ახალგაზრდაა, მისი მაჩვენებლები თითქმის არ განსხვავდება შვილის პარამეტრებისგან.

2023081214503290773-1692171607.jpg

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ჯონსონი მკაცრ გრაფიკს იცავს: ყოველდღე 5:00 საათზე დგება, გადის სამედიცინო შემოწმებას და ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშობს. მხოლოდ ამის შემდეგ საუზმობს. დღის განმავლობაში იღებს ზუსტად 1977 კალორია საკვებს (მხოლოდ ვეგანურ კერძებს). საკვებს მხოლოდ 11:00 საათამდე იღებს.

myquiz