გლდანის ტბა დაშრობის პირას - რა ვიცით ტბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე? | Allnews.Ge

გლდანის ტბა დაშრობის პირას - რა ვიცით ტბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე?

პრობლემა, რომელიც გლდანის მოსახლეობას ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებს გლდანის ტბის დაშრობაა. ტბა, რომელსაც ადრე რეკრეაციული ფუნქცია ჰქონდა, ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. გთავაზობთ ფოტოებსა და ინფორმაციას გლდანის თეთრი ტბის შესახებ:

გლდანის დიდი ტბა არის ტექტონიკური წარმოშობის ანუ ,ბუნებრივა სადაც არსებობდა მარილის მაღაროები.

დაახლოებით 70-იან წლებში მოხდა ტბის სარკის ხელოვნურად გაზრდა რადგან არსებობდა გეგმა და პროექტი ,"გლდანის დიდი პარკის " გაკეთების რომელიც თავის თავში მოიაზრებდა გასართობ ,სარეკრეაციო და ნიჩბოსნობის სკოლოს არსებობას .

f96a4320-27f2-11ee-96ac-95edc4fb597a-1692000769.jpg

გლდანის ტბა წლების წინ

2006 წ. 28 ჰ . სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთი ( რაზეც ტბაა) გადეცა ვინმე გია აბუაშვილს ,საქ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ,სახელმწიფოს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის მცხეთის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ.

2008 წ. გია აბუაშვილოსგან მიწის ნაკვეთი 3000 $ ექვივალენტი 5960ლარში შეიძინა ქალბატონმა ნატალია კვანტალიანმა( ვალდებულებების გარეშე ) რომელსაც ჰქონდა დიდი ტბის განვითარების გრანდიოზული გეგმა, რომლის განხორციელებაც დაიწყო ,რაღაც ეტაპამდე განვითარდა მიმდებარე ტერიტორია და შემდეგ შეწყდა.

აროგორც ადგილობრივები და მესაკუთრე ამბობს ტბა მარაგდებოდა მილით ჟინვალის წყალსაცავიდან და ეს მილი გადაიკეტა.

gldanis-tba-1692000790.jpg

1986 წ. მოკვლევაში წერია რომ წყალი აღარ მიეწოდება ტბას აღნიშნული მილით და ინარჩუნებდა მდგრადობას . ამ პერიოდის მერე დაზუსტებული და უტყუარი ინფორმაცია არ გვაქვს და საჭიროებს დამატებით მოკვლევას ,რა წყალი მოედინებოდა ამ მილით.

გლდანის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება შეტანილია პრემიერის, მერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე ასევე განცხადება შეტანილია ბატონი კონსტანტინე ზარნაძის სახელზე.

'ეს არაა უბრალოდ გასართობი სივრცე . დიდი ტბა არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და გლდანი წარმოუდგენელია ამ ორი ტბის გარეშე . ის ( ისინი) დიდ ზეგავლენას ახდენენ მიკრო კლიმატზე! გარდა ამისა ამ ტბებს იცავს კანონი და მისი აღსრულება ყველას ვალდებულებაა!"- აცხადებენ ადგილობრივები.

myquiz