ბერიამ უთხრა: მოიგებ და ოჯახს გაჩუქებთ - როგორ დახვრიტეს ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით | Allnews.Ge

ბერიამ უთხრა: მოიგებ და ოჯახს გაჩუქებთ - როგორ დახვრიტეს ქართველი ჩემპიონი სტალინის ბრძანებით

ბე­რი­ამ უთხრა: მო­ი­გებ და ოჯახს გა­ჩუ­ქებთ - რო­გორ დახ­ვრი­ტეს ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით

თა­ნა­მედ­რო­ვე პორ­ტრე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი­სა ასე­თია - სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ნი­ჭის ფეხ­ბურ­თე­ლი, მდი­და­რი, "მიმ­წო­ლი", რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცხვი­რის იქით ვე­რა­ფერს ხე­დავს. სა­კუ­თა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ, რო­გორც სამ­შობ­ლოს დამ­ცველ სიმ­ბო­ლოდ კი არ აღიქ­ვამს, არა­მედ 21 სა­უ­კუ­ნის ახალ ადა­მი­ნად, მათ შო­რის ახალ ქარ­თვე­ლად, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, რუსი კო­ლე­გა­სა­ვით ნი­ან­გის ტყა­ვის პირ­ბა­დე სურს, "ინ­სტაგ­რამ­სა" და "ფე­ის­ბუქ­ზე" ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია და შავი "ბე ემ ვეს" ნაც­ვლად შავი გე­ლენ­ვა­გე­ნი სურს.

გა­სუ­ლი ას­წლე­უ­ლის და­სა­წყის­ში სპორ­ტი ამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა და ამი­ტომ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ტოპ ათ­ლე­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­მით და­ბა­ლი კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ან მაქ­სი­მუმ, სა­შუ­ა­ლოს.

ჩოგ­ბურ­თე­ლი არ­ჩილ მდი­ვა­ნი წარ­მო­შო­ბით ნამ­დვი­ლი ოქ­როს ბი­ჭუ­ნა იყო - მა­მა­მი­სი, ბუდუ მდი­ვა­ნი 1910-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი ბოლ­შე­ვიზ­მის ლი­დე­რი გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბა­ში დიდი როლი შე­ი­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის კომ­პარ­ტი­ის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რიც გახ­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ზო­გა­დად, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვად არ მი­დი­ო­და, თუმ­ცა ელი­ტუ­რი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბი თავს ცუ­დად ნამ­დვი­ლად არ გრძნობ­დნენ.

budu-56667-1691999893.jpg

ბუდუ მდი­ვა­ნი

არ­ჩი­ლი კორტზე პირ­ვე­ლად 7 წლის ასაკ­ში აღ­მოჩ­ნდა. პლე­ხა­ნო­ვის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო სკო­ლა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი იყო, სა­დაც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით გარ­თო­ბა და თა­მა­ში შე­იძ­ლე­ბო­და. მას პა­რიზ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბერ­ძე­ნი იან ჰო­მე­რი ედგა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ფუ­ძემ­დე­ბე­ლია. უმ­ცროს მდი­ვანს ძა­ლი­ან მოს­წონ­და თბი­ლი­სუ­რი კორ­ტე­ბის ატ­მოს­ფე­რო, პლუს, გა­ნათ­ლე­ბულ­მა ბი­ჭუ­ნამ იცო­და, რომ თავი ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი­ვით უნდა და­ე­ჭი­რა - ამი­სათ­ვის ჩოგ­ბურ­თი სპორ­ტის იდი­ა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა იყო.

"თა­ვი­დან ჩემ­თან თა­მა­შობ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ ერ­თო­ბო­და. მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ და­ი­წყო ნამ­დვი­ლი ვარ­ჯი­ში. მდი­ვა­ნი კარ­გად აღ­ზრდი­ლი ბი­ჭუ­ნა იყო, თან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, უკვე კარ­გად იცო­და გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი. თან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - სწრა­ფი, ათ­ლე­ტუ­რი, ყო­ველ დღე ხვე­წდა ტექ­ნი­კას და ტაქ­ტი­კუ­რად რა­ღაც ახალს სწავ­ლობ­და", - იხ­სნებ­და იან ჰო­მე­რი.

არ­ჩი­ლი ხში­რად დაფ­რი­ნავ­და მშობ­ლებ­თან ერ­თად პა­რიზ­ში (მამა 1924 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლად მუ­შა­ობ­და). საფ­რან­გე­თი­დან მდი­ვან­მა არა მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ინ­ვენ­ტა­რი თბი­ლის­ში, არა­მედ იქა­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩა­მო­ი­ტა­ნა.

archil-56733-1691999915.jpg

"არ­ჩი­ლი თა­მა­შე­ბი­დან დღე­სას­წა­ულს ქმნი­და, მას სწრა­ფად­ვე გა­უჩ­ნდა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მთე­ლი რაზ­მი. ეს სტი­ლი სა­უ­ცხოო იყო - მჩქა­რობ­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი და ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი,"- იხ­სე­ნებ­და მდი­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კი.

ნაგ­რე­ბეც­კიც იან ჰო­მერ­თან ვარ­ჯი­შობ­და და ქარ­თველ ოქ­როს ბი­ჭუ­ნა­ზე 3 წლით უფ­რო­სი იყო და მათ წყვილ­ში წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე გახ­ლდათ. მა­ესტრო ია­ნის ორი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ ქვე­ყა­ნამ 1931 წელს გა­ი­გო. მარ­თა­ლია, 1928 წლის სპარ­ტა­კი­ა­და­ში ფი­ნალ­შიც კი გავ­დი­ნენ, თუმ­ცა ლე­ნინ­გრად­ში 3 წლის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, საბ­ჭო­თა ჩოგ­ბურ­თის ცენ­ტრში და სწო­რედ იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ­ჩილ­მა და ედუ­არ­დმა კორ­ტის და­პყრო­ბა და­ი­წყეს.

"არ­ჩი­ლი სა­უ­ცხოო ბიჭი იყო. ფრან­გუ­ლად ისე კარ­გად სა­უბ­რობ­და, რო­გორც ქარ­თუ­ლად, გო­გო­ნე­ბი მუ­დამ გარს ეხ­ვივ­ნენ. ის და ნაგ­რე­ბეც­კი მუ­დამ კარგ ად­გი­ლებ­ში იყ­ვნენ მომ­ხიბლვევ გო­გო­ნებ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ზე ხში­რად კი ეს ლი­ნინ­გრად­ში ხდე­ბო­და, სა­დაც ბევ­რი შე­ჯიბ­რი ტარ­დე­ბო­და,"- იხ­სე­ნებს მდი­ვა­ნის ნა­თე­სა­ვი სი­უ­ზი ჩუ­ბი­ნი­ძე.

scale-1200-56763-1691999937.png

ბუდუ მდი­ვა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან - შალ­ვა­სა და და­ვით­თან ერ­თად

1930-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში არ­ჩი­ლი ქვეყ­ნის 10 სა­უ­კე­თე­სო ჩოგ­ბურ­თელს შო­რის უკვე შე­დი­ო­და, ათწლე­უ­ლის შუ­ა­ში და სსრკ-ს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

"კორტზე ერთი მი­ზა­ნი გვქონ­და - შე­სა­შუ­რი პარტნი­ო­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა. ის თით­ქო, ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რის ნე­ბის­მი­ერ ტექტს მღე­რო­და. არ­ჩი­ლი ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­ში და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი იყო - უს­წრა­ფეს კომ­ბი­ნა­ცი­ებს ათა­მა­შებ­და, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც კი შე­შურ­დე­ბო­დათ. ჩვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი, სპო­რუტ­ლი მიღ­წე­ვე­ბის მიღ­მა ის გახ­ლდათ, იმ­დე­ნად კარ­გე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რომ პუბ­ლი­კას მოვ­წო­ნე­ბო­დით,"- იხ­სე­ნებს ნეგ­რე­ბეც­კი მე­მუ­ა­რებ­ში.

წყვილს მტა­ცე­ბელ ცხო­ვე­ლებს ადა­რებ­დნენ. ანა დმიტ­რო­ე­ვა სა­კუ­თარ წიგნ­ში იხ­სნე­ნებ­და, რომ მდი­ვანს კორტზე ყვე­ლა კა­ტას ეძახ­და, გა­ზე­თი "წი­თე­ლი სპორ­ტი" კი 1934 წელს წერ­და: "არ შეგ­ვე­და­ვოთ, ის ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლია, სა­ჩოგ­ბურ­თო კორტზე ნამ­დვი­ლი ვე­ფხვი გახ­ლავთ (ა. მდი­ვა­ნი - ლე­ო­პარ­დი) სმე­შე­ბის გარ­და, ყვე­ლა­ფერს ედუ­არდ ნაგ­რე­ბეც­კის ბა­დე­ში ურტყამს." გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz