1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო... როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი? | Allnews.Ge

1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო... როგორ იწყებოდა აფხაზეთის ომი?

31 წლის წინ, 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო და 13 თვეს გას­ტა­ნა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და­ი­ღუ­პა 20 000-30 000 ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი, ხოლო 250 000 დევ­ნი­ლად იქცა. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზე, ძი­რი­თა­დად აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, იყო ტვირ­თე­ბის გა­ნუ­კი­თხა­ვი ძარ­ცვა. აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სის­თვის დათ­ვლი­ლი იყო 12 მი­ლი­არ­დი მა­ნე­თის ზა­რა­ლი, სა­ი­და­ნაც 4 მი­ლი­არ­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტვირ­თი სომ­ხეთს ეკუთ­ვნო­და. - "თენ­გიზ სი­გუა, სამ­ხედ­რო საბ­ჭოს წევ­რი, 1992 წ.

"იმ დროს ძარ­ცვის ბევ­რი ფაქ­ტი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­განს ად­გი­ლი ჰქონ­და ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, აფხა­ზე­თის, უფრო ზუს­ტად, გა­ლის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძარ­ცვის ერთი-ორი შემ­თხვე­ვა აღი­რი­ცხა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბო­და. ეს ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი სტა­ტის­ტი­კაა. ასე რომ, რკი­ნიგ­ზა მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყო, საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნე­ბით და ტან­კე­ბით რკი­ნიგ­ზას არა­ვინ იცავს". - სერ­გეი შამ­ბა, აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2007 წ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია ყვე­ლა ღო­ნეს იხ­მარს, წელს ზე­ვით გავ­შიშ­ვლდე­ბით, შიშ­ვლე­ბი შევ­ვარ­დე­ბით და ამ ბან­დფორ­მი­რე­ბებს აფხა­ზეთ­ში შავ დღეს და­ვაყ­რით." - რო­მან გვენ­ცა­ძე, ში­ნა­გან საქ­მე­თა ექსმი­ნის­ტრი,1992 წლის აგ­ვის­ტო1989 წლის ივ­ლის­ში სო­ხუმ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა...1989 წლის ივ­ლის­ში სო­ხუმ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა...

afxazetisomi-2018-09-27-pjzw5ffjfwi-35850-1691998623.jpg

სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა მარ­ტში მი­ღე­ბულ ლიხ­ნის დეკ­ლა­რა­ცი­ას (დეკ­ლა­რა­ცია აფხა­ზე­თის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­მო­ყო­ფას და და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ცხა­დე­ბას მო­ი­თხოვ­და) აპ­რო­ტეს­ტებ­და, რის გა­მოც უნი­ვერ­სი­ტე­ტი აფხა­ზი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და, ივ­ლის­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დროს, ქარ­თველ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მღელ­ვა­რე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და 1989 წლის 17 ივ­ლისს სო­ხუმ­ში ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და აფხაზ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. არე­უ­ლო­ბის დროს და­ი­ღუ­პა 16, და­იჭ­რა 140 კაცი, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

იმ დრო­ის­თვის საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა, ამი­ტომ სო­ხუმ­ში ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმებ­მა სტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. 1992 წელს აფხა­ზეთ­ში სი­ტუ­ა­ცია უკვე აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზე იდგა. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ აფხა­ზურ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­რე­ბებ­მა ივ­ლის­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ი­კა­ვეს, 1992 წლის 23 ივ­ლისს ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა შე­ა­ჩე­რა.

sh-35814-1691998637.jpg

მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც - დამ­შე­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ მა­ტა­რებ­ლებს აყა­ჩა­ღებ­და და ტვირთს იტა­ცებ­და. სომ­ხე­თის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტვირ­თე­ბის და­ტა­ცე­ბით ხელს ით­ბობ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, სა­მეგ­რე­ლო­ში მრავ­ლად იყ­ვნენ.

გარ­და ამი­სა, აქ გა­აქ­ტი­ურ­დნენ პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - ისი­ნი ზუგ­დიდს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. სომ­ხე­თის მთავ­რო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ზე შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭომ მი­ი­ღო რკი­ნიგ­ზის დაც­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა არ­ძინ­ბა, რომ მას აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რკი­ნიგ­ზის მო­ნაკ­ვე­თის და­სა­ცა­ვად ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის 300-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­ეშ­ვა.თბი­ლის­ში უკვე ლა­პა­რა­კობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნამ­დვილ მი­ზან­სა და საფრ­თხე­ებ­ზე.” იხილეთ სრულად

myquiz