რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ ავტომობილის ნომრები? | Allnews.Ge

რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ ავტომობილის ნომრები?

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

1. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი; 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;

2. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;

3. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-777-AB), – 800 ლარი;001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AA-008-BB), – 600 ლარი;100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (BA-900-AB), – 400 ლარი;

4. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა„3“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-BC), – 700 ლარი;001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AC-002-BC), – 500 ლარი;100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AC-300-BB), – 300 ლარი;

5. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-CD), – 250 ლარი;001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-CD), – 200 ლარი;100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AB-600-CD), – 150 ლარი;

6. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (DATO1), – 10 000 ლარი; იხილეთ სრულად

myquiz