"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული" - რას წერს გლაციოლოგი? | Allnews.Ge

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფით იყო განპირობებული" - რას წერს გლაციოლოგი?

გლა­ცი­ო­ლო­გი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს 5 აგ­ვის­ტოს გა­და­ღე­ბულ სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­შიც, მისი თქმით, ნათ­ლად ჩანს სტი­ქი­ის წარ­მოქ­მნის კერა.

სპე­ცი­ა­ლის­ტი გან­მარ­ტავს, რომ ზვა­ვი უშუ­ა­ლოდ კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვარ წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზე წარ­მო­იშ­ვა.

"უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შო­ვის სტი­ქია იყო გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვა. ახ­ლად მო­პო­ვე­ბულ სა­ტე­ლი­ტურ სუ­რათ­ზე რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია 5 აგ­ვის­ტოს ნათ­ლად ჩანს სტი­ქი­ის წარ­მოქ­მნის კერა.

კლდო­ვან-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ზვა­ვი წარ­მო­იშ­ვა უშუ­ა­ლოდ კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვარ წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზე, მყინ­ვარ თბი­ლი­სას მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ფერ­დობ­ზე. ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3700-3800 მეტ­რის ინ­ტერ­ვალ­ში. მსგავ­სი ტი­პის კლდო­ვან-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ზვა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და 2014 წლის 17 მა­ისს, მყინ­ვარ დევ­დო­რაკ­ზე.

ზვა­ვის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფერ­დო­ბე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის რღვე­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "მუდ­მივ მზრა­ლო­ბას­თან". უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ისე­თი ფერ­დო­ბე­ბი რომ­ლე­ბიც ადრე მუდ­მი­ვად მზრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად უკვე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სე­ზო­ნუ­რო­ბას. ე.ი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვე­ღარ ინარ­ჩუ­ნებს მზრა­ლო­ბას და კარ­გავს სიმ­ტკი­ცეს.

ასეთ პი­რო­ბებ­ში ფერ­დო­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს:

1) თა­ვი­სით

2) წვი­მის სა­ხით მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად,

3) მცი­რე­დი მი­წისძვრის ბიძ­გის შემ­თხვე­ვა­შიც (რა­საც და­მა­ტე­ბით მო­ნა­ცე­მე­ბი და კვლე­ვა სჭირ­დე­ბა)." - წერს გლა­ცი­ო­ლო­გი.

იხი­ლეთ სტი­ქი­ის და­წყე­ბის ად­გი­ლის ამ­სახ­ვე­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი:

st-60479-1691392046.jpg

sti-60499-1691392058.jpg

myquiz