"ძალიან ემოციურია თითოეული კადრი... უყურებ ხალხს თვალცრემლიანს, ამ საშინელაბას კი აფიქსირებ" - რას ჰყვება შოვში მყოფი ფოტოგრაფი, რომელიც უმძიმეს კადრებს იღებს
შოვში, დღეს, მეხანძრე-მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ხუთი ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება.
უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის მართვის თანამშრომლები, ასევე, სამაშველო პროცესში ჩართულნი არიან თავდაცვის ძალები და ავიაცია.
სტიქიის ზონიდან მოვლენებს აშუქებს და უმძიმეს კადრებს იღებს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც გვიყვება, რა მდგომარეობაა ახლა ტრაგედიის ადგილას.
-გიორგი, რამდენი დღეა, რაც სტიქიის ზონაში ხარ?
- დღეს მეორე დღეა, რაც სტიქიის ზონაში ვარ. გვიწევდა ტყეში სიარული და შემოვლითი გზების მოძიება, რადგან მედიას არ გვქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
-უმძიმეს კადრებს გვიზიარებ, რა შეგიძლია გვითხრა იმაზე, რაც ახლა სტიქიის ზონაში და შენ გარშემო ხდება?
- კადრები მართლაც უმძიმესია, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, როგორც იცით, პროცესში ჩართულები არიან მოხალისეთა ჯგუფებიც და დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალებიც შეუერთდა. კადრები კიდევ ვერ ასახავს იმ ემოციურ მდგომარეობას, რაც აქ არის. ვცდილობ, ავსახო ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად.
- გზები გაიწმინდა თუ ისევ ისეა მასა ჩამოწოლილი?
- გზებს წმენდენ, მუშაობს ტექნიკა, ამ ეტაპზე არ გვეძლევა საშუალება მივუახლოვდეთ იმ ტერიტორიას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან რთულ მდგომარეობაში გიწევს მუშაობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. იხილეთ სრულად