"ჰაგი-ვაგი" - რაში ეხმარება ბავშვს საშიში გარეგნობის სათამაშო და რა სარგებლობა აქვს მას? | Allnews.Ge

"ჰაგი-ვაგი" - რაში ეხმარება ბავშვს საშიში გარეგნობის სათამაშო და რა სარგებლობა აქვს მას?

ხშირად შეგვიმჩნევია, რომ უარყოფითი, ულამაზო, საშიში გარეგნობის სათამაშოები ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო დროს "ჰაგი-ვაგი" გახდა პატარების მორიგი გატაცება. აღმოჩნდა, რომ საშიში გარეგნობის სათამაშოებს ერთგვარი თერაპიული ეფექტიც აქვთ.

როდესაც ბავშვი თამაშობს საშიში სათამაშოთი, მას ეძლევა შესაძლებლობა, შიშის გრძნობის დაძლევაში "ივარჯიშოს". ის აკონტროლებს უჩხულს, თავად წყვეტს, რა გააკეთებინოს მას. ეს კი კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ ბავშვმა შიშების გადალახვა შეძლოს. ასე მუშაობს თამაშის თერაპია.

შესაძლოა შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს შვილს თავიდან ეშინია ზოგიერთი მონსტრის, მაგრამ შემდეგ, ცოტა ხნით მათთან თამაშის შემდეგ, იწყებს მათ მეგობრებად აღქმას.

myquiz