შვილად აყვანა საქართველოში - რატომ დგანან უშვილო ოჯახები წლობით რიგში? | Allnews.Ge

შვილად აყვანა საქართველოში - რატომ დგანან უშვილო ოჯახები წლობით რიგში?

ისტორია, რომლის შესახებაც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, როგორიც უშვილობა და შვილად აყვანის პროცესია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არაერთ ადამიანს აწუხებს და ბევრი წყვილი უშედეგოდ ცდილობს, გახდეს მშობელი. სპეციალური სახელმწიფო პროგრამაც მოქმედებს, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის აყვანაში უნდა დაეხმაროს, თუმცა რიგში ათასობით ადამიანი დგას და მათი აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვით, რომ ამაო მოლოდინში დაკარგეს წლები

უშვილო ოჯახის ისტორია

დაოჯახებიდან 7 წლის თავზე გადავწყვიტეთ ბავშვის აყვანა. მანამდე ექიმებთან დავდიოდით და ვცდილობდით, გაგვერკვია, რა იყო უშვილობის მიზეზი. ყველგან ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ, გეყოლებათ პატარა, გეყოლებათო... მაგრამ ეს ნანატრი დღე არ დადგა. ამასობაში კი 38 და 42 წლის გავხდით... ბოლოს მე და ჩემი მეუღლე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბავშვის შვილად აყვანა გვეცადა. გამგეობაში გავაკეთეთ განაცხადი. მას შემდეგ 5 წელზე მეტი გავიდა. რიგში ჩემ წინ 4000-ზე მეტი წყვილი იდგა.

bavshvebi-1690790104.jpg

ორი წლის წინ რაღაც შეიცვალა სისიტემაში, ასაკოვან წყვილს აღარ შეუძლია აიყვანოს ჩვილი ბავშვიო და ამ ცვლილების გამო ყველა შვილად აყვანის მსურველმა თავიდან გაიარა რეგისტრაცია. როცა განაცხადი შევავსე, არც ბავშვის სქესი მიმითითებია და არც ეროვნება, მხოლოდ ასაკი მივუთითე, რომ ბავშვი 5 წლამდე ყოფილიყო. ამ პროცედურების გავლის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კვლავ რიგში ვიყავით. 2 წლის წინ შევამოწმე და ახლა ჩემს წინ დაახლოებით, 2000 წყვილია. იმედი მაქვს, ორი წლის მერე მაინც მოგვიწევს რიგი და ბავშვის აყვანას შევძლებთ.

როცა ამდენი მიუსაფარი ბვშვია, უშვილო წყვილები კი შვილებზე ოცნებობენ, რატომ იცდიან ისინი წლობით, რატომ არის საქართველოში ასეთი რთული ბავშვის შვილად აყვანა?

რა მიზეზით უწევთ მშვილებლებს წლების განმავლობაში რიგში უშედეგოდ ყოფნა, გვპასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2011-2018 წლებში გაშვილდა 1748 ბავშვი.

ამ ეტაპზე კი გასაშვილებელია - 215 ბავშვი, მათ შორის - 153 არის შშმ პირი, რომლებზეც მშვილებელი კაnდიდატების მხრიდან არ არის მოთხოვნა. 27 ბავშვი 10 წელზე მეტი ასაკისაა, 35-ს კი თავად არ სურს გაშვილება.

gashvi-1690789611.jpg

კითხვები და პასუხები, რომლებიც თემის ირგვლივ არსებობს:

ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა:

მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

რა შეზღუდვები არსებობს ბავშვის შვილად აყვანისთვის?

აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;

აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება;

აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა;

მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა; მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი).

გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და-ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;

მშვილებელი ოჯახისათვის/პირისთვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მშვილებელს (მშვილებლებს ), რომელიც (რომლებიც) იმავდროულად არის (არიან) უცხო ქვეყნის მოქალაქე (მოქალაქეები), რეესტრში აღრიცხულ გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვი დაქვემდებარებულია საერთაშორისო შვილად აყვანას ან მშვილებელი (მშვილებლები) არის (არიან) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი (ნათესავები) "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ზ" ქვეპუნქტით დადგენილ პირთა წრიდან. იხილეთ სრულად

myquiz