აშშ-მ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა - ვინ არის კალიფორნიელი რობინ დანიგანი?
აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.
ცნობისათვის, დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი. ის კალიფორნიის მკვიდრია. არის ომის ეროვნული კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. მან ასევე მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მუშაობს.
რამდენიმე თვის წინ ობინ დანიგანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში ოთხ პრიორიტეტზე კონცენტრირდებოდა."თუ დამტკიცდება [ჩემი კანდიდატურა], ოთხ პრიორიტეტზე ვკონცენტრირდები. პირველ რიგში, ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება უზრუნველვყო თბილისში აშშ-ის საელჩოს გუნდისა და საქართველოში მყოფი აშშ-ის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.
მეორე რიგში, ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათი ოცნების ახდენაში, იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებულები ევროკავშირში, ნატოში და დასავლეთში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მწამს, რომ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშიც არის. იხილეთ სრულად