"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და კედლის მხატვრობა- პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა უნიკალურ არტეფაქტებს მიაკვლიეს | Allnews.Ge

"უძველესი პიცა", პურის საცხობი ღუმელი და კედლის მხატვრობა- პომპეის გათხრებისას არქეოლოგებმა უნიკალურ არტეფაქტებს მიაკვლიეს

პომ­პე­ი­ში გა­თხრე­ბის დროს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, საკ­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფრეს­კე­ბი, უნი­კა­ლუ­რი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მათი აზ­რით, ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვამ­დე აქ შეძ­ლე­ბულ ოჯახს უნდა ეცხოვ­რა.

ძვე­ლი რო­მა­უ­ლი ქა­ლა­ქი პომ­პეი 79 წელს, ვულ­კან ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქე­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, ქა­ლა­ქის მე­სა­მე­დი ჯერ კი­დევ ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის ფე­ნის ქვე­შაა.

untitled-design-2023-07-20t134255615-55958-1689925596.png

არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ქა­ლაქს ცხრა რა­ი­ო­ნად ყო­ფენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია IX რა­ი­ონ­ზე, რო­მე­ლიც 3 ათას კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობს მო­ი­ცავს.

მდიდ­რუ­ლი სახ­ლი

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სახ­ლი ვია დი ნო­ლა­ზე (ნო­ლანსკა­ი­ას ქუჩა), პომ­პე­ის ერთ-ერთ მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მა­თი­ვე თქმით, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის დროს, სახ­ლში რე­მონ­ტი ტარ­დე­ბო­და. იგი პომ­პე­ი­ში აღ­მო­ჩე­ნილ სხვა მდიდ­რულ ვი­ლებს არ ჰგავს:

55adcb90-2626-11ee-b1d7-8fdc93c2782e-38129-1689925650.png

შე­სას­ვლე­ლის მარ­ჯვნივ ნა­პოვ­ნია უზარ­მა­ზა­რი ღუ­მე­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და დღე­ში 100 პუ­რის გა­მო­სა­ცხო­ბად - პომ­პე­ი­ში უკვე ნა­პოვ­ნია 50-მდე თონე, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მდიდ­რუ­ლია - სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ მდი­და­რი ვა­ჭა­რი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც მთელს ქა­ლაქს პუ­რით ამა­რა­გებ­და. იხილეთ სრულად

myquiz