11 კატასტროფა, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახელეობას ელის | Allnews.Ge

11 კატასტროფა, რომელიც 2050 წლისთვის დედამიწის მოსახელეობას ელის

2050 წლამდე სულ სამი ათწლეულია დარჩენილი. სამყაროს სერიოზული ცვლილებები ელის. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ახლავე უნდა დაიწყონ გამოსავლის ძიება, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ კატასტროფება.

ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი გასამმაგდება

5bc75552dff0942aa4542696-1689856209.webp

1950 წელს ურბანულ მხარეებში მხოლოდ 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ეს რიცხვი 4 მილიარდს უტოლდება. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 6.3 მილიარდამდე გაიზრდება.

ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს

OECD-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება და ყოველწლიურად 6 მილიონ ადამიანს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება.

საჭმელად ვარგისი თევზის ჯიშები გადაშენდება

ამჟამად თევზის ბაზრის 87 პროცენტი ექსპლუატირებულია. 2050 წლისთვის თუ ამ ტემპებით გაგრძელდა თევზჭერა, შესაძლოა თევზის საკვები ჯიშები საერთოდ გადაშენდეს.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შესაძლოა წყალთან ადეკვატური წვდომა არ ჰქონდეს

buffer-post-1-1689856280.jpeg

დღესდღეობით მსოფლიოში 1,1 მილიარდ ადამიანს შეზღუდული წვდომა აქვს წყალთან. დედამიწის მოსახლეობის 36% კი - 2,5 მილიარდ ადამიანი იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც წყლის დეფიციტი აქვთ. წყლის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანს წყლის მოპოვება რთულად შეეძლება.

მილიონობით ადამიანი შეიძლება საჭმლის გარეშე დარჩეს

პლანეტის დათბობა საკვების წარმოებას 2%-ით შეამცირებს, რაც ნიშნავს, რომ 4 440 000 ტონა საკვები დაიკარგება. ხორბლის, სიმინდისა და ფეტვის გლობალური მოსავალი 2050 წლისთვის 10%-ით შემცირდება. შემცირებული მოსავლის ფონზე გაიზრდება მოთხოვნამ რაც საბოლოოდ ბრინჯისა და სიმინდის ფასებს ორჯერ გაზრდას გამოიწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასრულფასოვანი კვება ბავშვებში გაიზრდება, რაც უარყოფითად აისახება 3,9 მილიონ ბავშვზე მსოფლიოს მასშტაბით.

დაავადებები მარტივად გავრცელდება

კლიმატის დათბობა პარაზიტების მიერ გადამტანი დაავადებების მასშტაბებს გაზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის მალარიით 60 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვლება. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის 4,6 მილიარდი ადამიანი ციებით დასნეულების რისკის ქვეშ იქნება.

დემენციით დაავადებულთა რიცხვი გასამმაგდება

demencia-1689856444.jpeg

2050 წლისთვის გასამმაგდება დემენციით (დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით) დაავადებულთა რიცხვი გასამმაგდება და 36 მილიონიდან 115 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

დამანგრეველი ქარიშხლები გახშირდება

40442224-605-1689856501.jpg

ოკეანიისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2100 წლისთვის ქარიშხლები 300%-ით უფრო დამანგრეველი იქნება.

ადიდებული წყლის დონემ შესაძლოა მთავარი ქალაქების ახლო ტერიტორიები წალეკოს.

კიბერშეტევები რეკორდულად გაიზრდება

cyberattack-1200x627-1689856542.webp

გახშირებული კიბერთავდასხმები დიდ ზარალს მოუტანს სამყაროს. ექსპერტთა მტკიცებით, 2025 წლისთვის კიბერშეტევები რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

ნავთობი ძალიან გაძვირდება

ენერგორესურსების გაზრდილი მოხმარების ფონზე, HSBC-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა 110 პროცენტით - დღეში 190 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ასევე გაორმაგდება ენერგიის მოთხოვნა

myquiz