რატომ არის საბერძნეთში თეთრ-ცისფრად შეღებილი სახლები და რატომ არ უყვართ ცენტრალურ გათბობა - როგორ სახლებში ცხოვრობენ ბერძნები | Allnews.Ge

რატომ არის საბერძნეთში თეთრ-ცისფრად შეღებილი სახლები და რატომ არ უყვართ ცენტრალურ გათბობა - როგორ სახლებში ცხოვრობენ ბერძნები

საბერძნეთი ის ქვეყანაა, რომელიც ოდითგანვე იყო განთქმული თავისი არქიტექტურით. სახლების ინტერიერს ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სახლებს, თავისი საიდუმლოებები აქვს.საბერძნეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ათენია. აქ 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ათენს მოჰყვება სალონიკი მილიონი მაცხოვრებლით. სახლები ამ ქალაქებში, როგორც წესი, 6-7 სართულიანია, იმიტომ, რომ, აქ მიწისძვრები ხშირად ხდება.

სწორედ ამიტომ არ არის საბერძნეთში მრავალსართულიანი სახლები.რაც შეეხება ინტერიერს, ინტერიერიც ისე აქვთ ბერძნებს მოწყობილი, რომ მიწისძვრამ ვერ დააზიანოს. ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია ვულკანების ამოფრქვევა, მოსახლეობა სახლ-გამოქვაბულებში ცხოვრობს, როგორც, მაგალითად სანტორინიში. ამ ქალაქში პერიოდულად ხდება ხოლმე ვულკანის ამოფრქვევა. ამიტომ აქაური მოსახლეობა მიჩვეულია გამოქვაბულ სახლებში ცხოვრებას.

gr-santorini-3-1689415137.jpg

ასეთ სახლებს ძალიან მყარი, პრაქტიკულად დაუნგრეველი კედლები აქვს. ბუნებრივი შენობების თვითნებურად გაფართოება მხოლოდ მეზობლებთან და არქიტექტორებთან შეთანხმებით არის შესაძლებელია.არსებობს ბევრი გარემოება საიმისოდ, რის გამოც ბერძნებს სახლების თეთრ-ცისფერი სახურავები აქვთ.

პირველი თეორია მისტიურია, ამბობენ, რომ ცისფერ ფერი აფრთხობს ავ სულებს.მეორე თეორია პოლიტიკური გახლავთ - მეორე მსოფლიო იმის დროს საბერძნეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაშისტები კრძალავდნენ სახელმწიფო დროშის გამოფენას. მოსახლეობა აპროტესტებდა და გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთის დროშის ერთ-ერთი ფერი იყო ცისფერი, სახლის სახურავებს ცისფრად ღებავდნენ.

t8fp93-1-1689415172.webp

კიდევ ერთო თეორიის თანახმად ბერძნებისთვის ცისფერი ფერი ძალიან საყვარელია იმიტომ, რომ ის სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა.ბერძნები სახლის პირველ სართულზე არ ცხოვრობენ. ეს მათთვის არაკომფორტულია. პირველ სართულზე ყოველთვის ცივა და ნესტია, ისევე, როგორც სარდაფში. ასევე დაბლა მზე ნაკლებად ხვდება.

ამიტომ ბერძნები ძირითადად ისეთ სახლებს ყიდულობენ, რომელიც მეორე სართულზე იქნება განთავსებული.პირველ სართულზე ძირითადად სასურსათო მაღაზიებია განლაგებული და როგორც წესი, ამ სართულს გასაქირავებლად ტოვებენ ხოლმე. იხილეთ სრულად

myquiz