ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ | Allnews.Ge

ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალს გადაიღებენ - სერიალზე "ოსკარისა" და "ემის" გამარჯვებული პროდიუსერები იმუშავებენ

ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, ნინი ხა­რა­ტიშ­ვი­ლის რო­მა­ნის, "მერ­ვე სი­ცო­ცხლის" მი­ხედ­ვით ჰო­ლი­ვუდ­ში სე­რი­ალს გა­და­ი­ღე­ბენ. ამის შე­სა­ხებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­რი­ალ­ზე ოს­კა­რის ოთხგზი­სა და ემის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ და ეს იქ­ნე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლი. რო­გორც The Hollywood Reporter-ი წერს, სე­რი­ალ­ზე იმუ­შა­ვებს საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მა­ნის, "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია" მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­ი­ღო. ამ ფილმმა "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა.

გა­მო­ცე­მა მკი­თხველს რო­მა­ნის ში­ნა­არსსაც უყ­ვე­ბა და წერს, რომ "მერ­ვე სი­ცო­ცხლე“ გვი­ამ­ბობს ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის ეპი­კურ სა­გას. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ეს იქ­ნე­ბა "ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი".

ცნო­ბის­თვის, ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლის რო­მა­ნი, "მერ­ვე სი­ცო­ცხლე (ბრილ­კა)“ 2014 წელს გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა. ამ რო­მა­ნის­თვის ავ­ტორ­მა არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო. მათ შო­რის ბერ­თოლდ ბრეხ­ტის პრე­მია.

myquiz