10 ახალი და სასარგებლო იდეა, თუ როგორ გაართოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ზაფხულის პერიოდში | Allnews.Ge

10 ახალი და სასარგებლო იდეა, თუ როგორ გაართოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ზაფხულის პერიოდში

ზაფხულში ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ისე ატარებენ, როგორც უნდათ. მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ ბავშვს თავისუფლება, თუ რაიმე სასარგებლო საქმიანობა მოუფიქრონ, მაგრამ როდესაც საყოფაცხოვრებო საქმეებით ვართ დაკავებული, ძალიან რთულია ბავშვისთვის საინტერესო განრიგის მოფიქრება და მართვა. ამიტომაც, ბავშვები გაჯეტებს მიმართავენ.

საფეხურები:

გთავაზობთ 10 ახალ და საინტერესო იდეას, თუ როგორ გაართოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ზაფხულის არდადეგების პერიოდში.

მოაწყვეთ ლაშქრობა

kids-hiking-backpack-1024x683-1689052964.webp

არ არის აუცილებელი ბევრი ბარგის ჩალაგება და სადღაც გადაკარგულ ადგილებში სიარული. კარვის გაშლა შესაძლებელია ქალაქთან ახლოს, ან თუნდაც აგარაკზე. ასწავლეთ თქვენს შვილს საჭირო და საინტერესო აქტივობები, როგორიცაა: ცეცხლის დანთება, კარავის გაშლა, კომპასის გამოყენება და სხვა. საკემპინგო საჭმლის მომზადება. ღამით კი შეხედეთ ცას და ისაუბრეთ ვარსკვლავებზე, მზის სისტემაზე. თუ გაქვთ ხელის პატარა ტელესკოპი, აუცილებლად წაიღეთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, ტყეში ერთზე მეტი დღე დარჩეთ, უკეთესია. ასწავლეთ თქვენს შვილს მცენარეების ცნობა, როგორ გააგნონ რუკით გზა და ა.შ. ამავდროულად, ესაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება ტყეში ნაგვის დაყრა, როგორ მუშაობს ეკოსისტემა და ბუნებაში ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია - მოსაბეზრებელი კოღოები და ჭიანჭველებიც კი.

რეკომენდებული ასაკი: 7 წლიდან

ექსპერიმენტების ჩატარება

არსებობს მრავალი მარტივი და სრულიად უსაფრთხო ექსპერიმენტი, რომლის მოწყობაც შესაძლებელია სამზარეულოში. მაგალითად, ექსპერიმენტი ჭიქა წყლითა და ქაღალდით ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ატმოსფერული წნევა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ელექტროძრავა ბატარეისგან, მავთულისგან და მაცივრის მაგნიტისგან. წყლის ქილაში შეგიძლიათ მოაწყოთ ნამდვილი ტორნადო - მინიატურულად. მსგავსი მარტივი ექსპერიმენტების მოძებნა ინტერნეტში შეგიძლიათ. თითოეული ეს გამოცდილება დაეხმარება ბავშვს დაეუფლოს ფიზიკის კანონებს და დარწმუნდეს, რომ ფიზიკა ნამდვილად სახალისოა!

რეკომენდებული ასაკი: 10 წლიდან

მოაწყვეთ მინი ბაღი

little-girl-and-parent-planting-young-tree-1689052928.jpg

იმისათვის, რომ აჩვენოთ თქვენს შვილს, თუ როგორ აისახება ძალისხმევა და დრო შედეგზე, წაახალისეთ ის, რომ თავად გაზარდოს ყვავილი, ან მცენარე. თესლი შეიძლება შეფუთოთ ნესტიან ქსოვილში და როდესაც ფესვები ამოიზრდება, დარგოთ მიწაში, ან მოაწყოთ ბაღი კონტეინერში, ფანჯრის რაფაზე.

სცადეთ მოიყვანოთ სხვადასხვაგვარი მწვანილი - ხახვი, სტაფილო, პიტნა და ოხრახუში.

დაავალეთ ბავშვს გააკეთოს დღიური, სადაც აღწერს ყველა მცენარეს, მიღწეულ შედეგებს. სკოლის დაწყების წინ კი გააკეთოს ფოთლებისა და ყვავილების ჰერბარიუმი და აჩვენოს მასწავლებელს.

რეკომენდებული ასაკი: 5 წლიდან

დაწერეთ ზღაპარი

ზღაპარი გამოგონილი თავგადასავლების შესახებ, სოციალურ ქსელებში პოსტების სერია, ან კომიქსები ზაფხულის მოგზაურობის შესახებ - ფორმას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია დრამატურგიის ელემენტარული წესი დაიცვათ. ზღაპარს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, კვანძის შეკვრა, განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი. ეს საქმიანობა ბავშვის სასარგებლო უნარების გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მოთხრობის აგების და საკუთარი აზრების თანმიმდევრულად გამოხატვის უნარი გამოადგებათ როგორც სასკოლო ლიტერატურის გაკვეთილებზე, ასევე ზრდასრულ ცხოვრებაში - მაგალითად, პრეზენტაციის გაკეთებისას, ან ინტერვიუს დროს.

რეკომენდებული ასაკი: 12 წლიდან

გააკეთეთ ინტერვიუ

რა გსურთ ჰკითხოთ თქვენს შვილს? რეგულარულად შეიძლება მოაწყოთ ვიდეო ინტერვიუები. მაგალითად, შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები წაკითხული წიგნებზე, ნანახ ადგილებზე და სხვ. ეს პრაქტიკა დაეხმარება ბავშვს დახვეწოს წარმოდგენის უნარი, გამოხატოს საკუთარი აზრები, მოუსმინოს თანამოსაუბრეს.

myquiz