თქვენც ხომ არ გაქვთ ეს ჭურჭელი სახლში? - საბჭოთა პერიოდის ჭურჭელი, რომელიც დღეს ძალიან ძვირად იყიდება | Allnews.Ge

თქვენც ხომ არ გაქვთ ეს ჭურჭელი სახლში? - საბჭოთა პერიოდის ჭურჭელი, რომელიც დღეს ძალიან ძვირად იყიდება

კარგად თუ დაათვალიერებთ ბებიის ნაქონ ნივთებს, ჭურჭელს, სარდაფშიც არ დაიზარებთ საძიებო სამუშაოების ჩატარებას, შესაძლოა მართლა გამდიდრდეთ, რადგან მაშინდელი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ზოგიერთი ჭურჭელი ძალიან ძვირად იყიდება.

bebo1-1688973739.jpg

კარგი ჩაის სერვიზი, ბროლი და ფაიფური ძველ დროშიც ძვირი ღირდა და შეძლებული ადამიანების ოჯახებში მოიძებნებოდა. ასეთ ჭურჭელს ჩვენი ბებიები ძალიან უფრთხილდებოდნენ და იშვიათად ხმარობდნენ. როგორც წესი, ჭურჭელი ხელუხლებელი ძველ ბუფეტსა თუ სერვანტში ინახებოდა. ამიტომაც არის, რომ დღესაც კი, თუ ასეთი ჭურჭელი ვინმეს შემორჩა, სულ ახალივით გამოიყურება.

bebo2-1688973756.jpg

ჭურჭელი ფასდება არა მხოლოდ სიძველით, არამედ იმის მიხედვით, რამდენად იშვიათი და უნიკალურია.რაც შეეხება სასადილო სერვიზებს, ფასს ამ შემთხვევაში განსაზღვრავს ხარისხი, უნდა იყოს ფაიფური და მწარმოებელი ქარხანა უნდა იყოს ძალიან ცნობილი. მაგალითად, ყველას სმენია კუზნეცოვის სერვიზი, ასევე ლენინგრადის ქარხნის სერვიზი. იხილეთ სრულად

myquiz