გერმანელების მიერ მოგონილი მშენებლობის უძველეს სტილი, რომელსაც დღესაც იყენებენ და საქართველოშიც გვხვდება | Allnews.Ge

გერმანელების მიერ მოგონილი მშენებლობის უძველეს სტილი, რომელსაც დღესაც იყენებენ და საქართველოშიც გვხვდება

ვინ არ მოხიბლულა ევროპის ქალაქების ძველ ქუჩებში ლამაზი ხის სახლებით. ასეთი სახლი განსაკუთრებით ბევრია გერმანიაში, სადაც ხის სახლების შენების განსაკუთრებული ტრადიცია არსებობდა. მართლია, მან ვერ დაჩრდილა სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, მაგრამ დღესაც ძალიან პოპულარულია კერძო სახლების მშენებლობის დროს. გერმანიაში ბევრი ფერადი სახლის ნახვაა შესაძლებელი, შეცვლილი დიზაინით, თუმცა ისინი მაინც გამოირჩევიან ტრადიციული შენობების ფონზე.

sax1-1688622715.jpg

ნახევრად ხის ნაგებობების ანალოგები გვხვდება პრეისტორიული ბანაკების ტერიტორიაზეც კი, სადაც ადამიანები უკვე ცდილობდნენ აეშენებინათ ქოხები ხის საყრდენების გამოყენებით, ნაპრალებს ავსებდნენ თიხით, თივით და ნებისმიერი მასალით, რაც ხელთ მოხვდებოდათ. თუმცა ოფიციალურად ევროპაში ნახევრად ხის სახლების გამოჩენა X-XI საუკუნეებით თარიღდება.

sax4-1688622723.jpg

მსგავსი ტიპის ხის სახლი არ არის არქიტექტურის სტილი, ეს არის აშენების ერთგვარი მეთოდი, რომელიც გერმანელებმა გამოიგონეს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ სახლი შენდება ხისგან, მთავარი საყრდენი ხის კარკასია და ის არ არის მოპირკეთებული, უბრალოდ გადაღებილია. იხილეთ სრულად

myquiz