"24 წლის ფადიკო საცდელი ფრენისას გარდაიცვალა, 3 თვის გოგონა დარჩა" - პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ხანმოკლე ცხოვრება | Allnews.Ge

"24 წლის ფადიკო საცდელი ფრენისას გარდაიცვალა, 3 თვის გოგონა დარჩა" - პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ხანმოკლე ცხოვრება

1916 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, მე­ზღვა­უ­რი­სა და ბოც­მა­ნის, მეტ­სა­ხე­ლით "ზღვის მგე­ლის", შა­ბან გო­გი­ტი­ძის ოჯახ­ში მე­ცხრე ბავ­შვი იბა­დე­ბა. ნა­ბო­ლა­რას ფა­დი­კოს არ­ქმე­ვენ. დღეს არა­ვინ იცის, რო­დის, რო­გორ და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უჩ­ნდა გო­გო­ნას ფრე­ნის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე იმოქ­მე­და. მე­ტიც, თქვა, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი აჭა­რი­დან თბი­ლის­ში მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ის და­სა­უფ­ლებ­ლად გა­ე­შუ­რა. მისი საქ­ცი­ე­ლის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს საკ­მა­ოდ მტკი­ცე და გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, თან იმ დროს, როცა ჩვენ­ში მა­მა­კა­ცი მფრი­ნა­ვე­ბიც ცოტა იყ­ვნენ, არა­თუ ქა­ლე­ბი...

ალამ­ბა­რი ზღვის დო­ნი­დან 60 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლე­თი­დან 14 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ალამ­ბარ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძე, მა­მა­მი­სის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ოჯახ­თან ერ­თად ჯერ ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ ბა­თუმ­ში. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ცო­ცხა­ლი, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი, ყვე­ლა­ზე და­დე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და და სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხვდე­ბო­და.

padiko0-copy-1686039226-62531-1688621014.jpg

მშობ­ლებს სურ­დათ, მათ უმ­ცროს შვილს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო, მაგ­რამ მათ­გან ფა­რუ­ლად, გო­გო­ნამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა აირ­ჩია და 1936 წელს თბი­ლი­სის საფ­რე­ნოს­ნო სკო­ლა და­ას­რუ­ლა. იმ დრო­ის პე­რი­ო­დულ პრე­სა­ში წერ­დნენ: „ერთ წელ­ში უნდა და­უფ­ლე­ბო­და მან­ქა­ნის მარ­თვას. ერთ წელ­ში უნდა გამ­ხდა­რი­ყო მფრი­ნა­ვი. ჯერ ერთი წელი არ იყო მო­თა­ვე­ბუ­ლი, რომ ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძე უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად ფრენ­და, და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თავ­და ფო­ლა­დის შე­ვარ­დენს, მარ­თავ­და სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტი­თა და სი­ლა­მა­ზით".

პირ­ველ და საკ­მა­ოდ რთულ საც­დელ ფრე­ნას თავი კარ­გად გა­არ­თვა: ღრუბ­ლი­ან ამინ­დში, ნისლში გახ­ვე­ულ სუ­რა­მის უღელ­ტე­ხილს გა­და­უფ­რი­ნა და თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში შე­ვარ­დე­ნი­ვით გა­დაფ­რინ­და თურ­მე. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი 1936 წლის გა­ზეთ "საბ­ჭო­თა აჭა­რა­ში" ასეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი: "შარ­შან, 18 აგ­ვის­ტოს, დი­ლით 10 სა­ა­თის­თვის და­ეშ­ვა თვითმფრი­ნა­ვი "უ-2". ამ თვითმფრი­ნა­ვით ტფი­ლი­სი­დან ჩა­მოფ­რინ­და პირ­ვე­ლი აჭა­რე­ლი მფრი­ნა­ვი გო­გო­ნა ფა­დი­მე გო­გი­ტი­ძე".

ბუ­ნებ­რი­ვია, მისი მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, როცა სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე და­გეგ­მილ სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა­ზე, დე­და­ქა­ლა­ქი­დან სა­ზღვაო ქა­ლაქ­ში ჩაფ­რე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი­დან ფა­დი­კო გად­მო­ვი­და. დედ-მა­მას სწო­რედ მა­შინ გა­უ­გია, რომ მათი შვი­ლი ექი­მი კი არა, მფრი­ნა­ვი გახ­და.

ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძემ საფ­რე­ნოს­ნო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ბა­თუ­მის აე­როკ­ლუბ­ში ინ­სტრუქ­ტო­რად და­ი­წყო. იმ ად­გი­ლას მფრი­ნავ­თა, პლა­ნე­ტარ­თა, პა­რა­შუ­ტის­ტთა და ავი­ა­მო­დე­ლის­ტთა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბო­და და ისიც მსურ­ვე­ლებს რთუ­ლი პრო­ფე­სი­ის დე­ტა­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მისი კა­რი­ე­რა, რომ არა ტრა­გე­დია: ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში და პირ­ვე­ლი მფრი­ნა­ვი მან­დი­ლო­სა­ნი აჭა­რი­დან, ფა­დი­კო გო­გი­ტი­ძე 24 წლის ასაკ­ში, ბა­თუმ­ში, საც­დე­ლი ფრე­ნი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. იმ დროს მისი შვი­ლი მხო­ლოდ 3 თვის იყო... იხილეთ სრულად

myquiz