რისი აშენება იგეგმება ვაკეში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე | Allnews.Ge

რისი აშენება იგეგმება ვაკეში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე

დღეს და ხვალ საკრებულოში განიხილება ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ამის შესახებ საკრებულოს წევრი საბა ბუაძე ავრცელებს ინფორმაციას.

vake1-1688022081-1688040918.jpg

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა გასული წლის ბოლოს 11 მლნ ლარად გაიყიდა. ობიექტი შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.

vake4-1688022157-1688040926.jpg

აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მერიის შესაბამის სამსახურებს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგინა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობია 18 397 კვ.მეტრი. იხილეთ სრულად

myquiz