ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებზე? | Allnews.Ge

ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებზე?

"ნე­ტფ­ლიქ­სის“ პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის "Extraction 2" პრე­მი­ე­რა უკვე შედ­გა და მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზეც გა­მო­ვი­და. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ კრის ჰემსვორთს პარტნი­ო­რო­ბას ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი უწე­ვენ. ფილმში ცნო­ბილ ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ითა­მა­შა ან­დრო ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს, 14 წლის ასაკ­ში ნა­თა­მა­შე­ვი აქვს პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ და ასე­ვე თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნის სა­დე­ბი­უ­ტო ფილმში "ან­დრო“.

21 წლის ან­დრო ამ­ჯე­რად Extraction 2-ის გა­და­ღე­ბებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს.

354506410-791486059373016-1340359591617737870-n-43770-1687944749.jpg

რო­გორ მოხ­ვდა ან­დრო ჯა­ფა­რი­ძე რე­ჟი­სორ სემ ჰარგრე­ი­ვის ახალ ფილმში, რო­გორ იმუ­შა­ვა როლ­ზე და რა გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა ამ ფილმმა, ამა­ზე ambebi.ge - ს თა­ვად უამ­ბობს:

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მერე ჩემს თავ­ში არ ვი­ყა­ვი გარ­კვე­უ­ლი, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მინ­დო­და, ამი­ტომ ცოტა ხანს პა­უ­ზა ავი­ღე. რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც "ეკა კას­ტის­გან“ მო­დი­ო­და, უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი - არც სე­რი­ა­ლებ­ში და არც რეკ­ლა­მებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, კას­ტინგზეც არ გავ­დი­ო­დი.

2021 წელს ოქ­ტომ­ბერ­ში დე­დამ და­მი­რე­კა, სახ­ლში დრო­უ­ლად მო­დიო, - უცებ მოვ­ვარ­დი, მე­გო­ნა, რა­ღაც და­ვა­შა­ვე (იღი­მის). უარი არ მი­თხრა, "ნე­ტფ­ლიქ­სის“ კას­ტინ­გე­ბია, რას იზამ, ხომ გახ­ვა­ლო? ეს რომ მო­ვის­მი­ნე, დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, რომ ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხში­რად არ ხდე­ბა... მოკ­ლედ, უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და, დავ­თან­ხმდი და კას­ტინგზე გა­ვე­დი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­და.

355991875-278862381466554-5736143385764733973-n-43803-1687944767.jpg

რამ­დე­ნი­მე დღე­ში პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, რომ ამ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის თქმა არა­ვის­თვის შე­მეძ­ლო, გა­უთ­ქმე­ლო­ბის კონ­ტრაქ­ტზე მქონ­და ხელი მო­წე­რი­ლი. ცოტა უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი კი იყო, ასეთ ამ­ბავს ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი. როცა უკვე გა­ვა­სა­ჯა­რო­ვე, მერე გა­და­ღე­ბებ­ზე პრა­ღა­ში მა­ლე­ვე წა­ვე­დით. იხილეთ სრულად

myquiz