5 რამ, რისი გაკეთებაც, ჭამის შემდეგ, კატეგორიულად არ შეიძლება | Allnews.Ge

5 რამ, რისი გაკეთებაც, ჭამის შემდეგ, კატეგორიულად არ შეიძლება

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წლების წინ შემოვიდა და რაც დრო გადის, მას სულ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს: პატარა ულუფები, უარის თქმა შაქარზე და გაზიან სასმელებზე, არჩევანის გაკეთება მხოლოდ სასარგებლო პროდუქტებზე... მაგრამ, მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, თუ რას ვჭამთ, არამედ ასევე ისიც, თუ როგორ ვიქცევით, საკვების მიღების შემდეგ.

როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს და ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ზოგისთვის, ამ ჩვევების შედეგი, შეიძლება ჯანმრთელობის მცირეოდენი დარღვევები იყოს. ხოლო, სხვებისთვის — სერიოზული დაავადება...

იმისთვის, რომ ექიმებთან სიარული არ დაგვჭირდეს, დღეიდანვე უნდა დავიწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უარი ვთქვათ ისეთ ჩვევებზე, როგორებიცაა ჭამის შემდეგ, შხაპის მიღება, საჭმელზე ჩაის დაყოლება, დაძინება ან ჩათვლემა, ვარჯიში და სიგარეტის მოწევა.

შხაპის მიღება

2023062720544473439-1687938448.jpg

საკვების ნორმალურად მონელების გარანტი, კუჭში სისხლის კარგი მიმოქცევაა. თუ ტრაპეზის შემდეგ, აბაზანაში შეხვალთ, კიდურებში სისხლის მიმოქცევა რამდენჯერმე გაიზრდება და საჭმლის მონელება შენელდება. ყოველივე ამის შედეგი — შეიძლება, კუჭის არეში ტკივილი შეიგრძნოთ.

ჩაი

ბევრი ადამიანისთვის ტრაპეზი ჩაით და ტკბილეულით მთავრდება, განსაკუთრებით, ვახშამი. ჩაი ტანინის მჟავას შეიცავს, რომელიც ორგანიზმის მიერ საკვებიდან რკინის ათვისების უნარს 87 % ამცირებს. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, საერთო სისუსტეს, გულ-მკერდის არეში ტკივილს, ანემიას, თავბრუს და ასევე, ქრონიკულ დაღლილობას იწვევს.

მოზრდილებს შეუძლიათ, საკვების მიღების შემდეგ, ფინჯანი ყავა მიირთვან, რომელიც, პირიქით, უზმოზე რეკომენდებული არ არის.

დაძინება

2023062720554073439-1687938501.jpg

უძილობა და მუცლის შებერილობა — არის შედეგი, რომელსაც ის ადამიანები განიცდიან, რომლებიც სუფრიდან ადგომის შემდეგ, გეზს პირდაპირ თბილი საწოლისკენ იღებენ. ბოლო კვლევების თანახმად, ვინც ვახშმის შემდეგ, 2 თაათი მაინც ფხიზლობს, ინსულტის არ უნდა ეშინოდეს.

ფიზიკური ვარჯიში (დატვირთვა)

საკვების მიღების შემდეგ, ორგანიზმის მთელი ძალისხმევა საჭმლის გადამუშავებაზეა მიმართული. თუ ასეთ დროს, მას ფიზიკურად დატვირთავთ, სტრესში ჩავარდება და მონელების პროცესი დაირღვევა... და კიდევ — ძალიან აქტიური მოძრაობის შემთხვევაში, კუჭიც ზიანდება.

მოწევა

თქვენ შესაძლებელია იცნობთ ადამიანებს, რომლებიც სუფრასთან ეწევიან, ან იქნებ თავადაც ამ ჯგუფს ეკუთვნით. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. მოწევა ისედაც მავნე ჩვევაა და ამის გაკეთება სადილის ან ვახშმის შემდეგ, ორგანიზმს კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს.

ნიკოტინი ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას ორგანიზმში. იხილეთ სრულად

myquiz