რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს | Allnews.Ge

რა გვარის ხალხი ითვლება უდიების შთამომავლებად და ვინ იყო მათი წინამძღოლი, რომელიც კომუნისტებმა არ დაინდეს

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­ე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ და­არ­სდა "ქარ­თველ უდინ­თა დამ­ხმა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა", რომ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, შალ­ვა და­დი­ა­ნი... პირ­ველ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კრე­ბა­ზე, 1923 წელს, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დი­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის" - წერ­და 1925 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი“.

უდი­ე­ბი კავ­კა­სი­ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ავ­ტოქ­ტო­ნუ­რი ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ალ­ბა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მათი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­აა. ამ­ჟა­მად ცხოვ­რო­ბენ რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ყა­ზა­ხე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 8 440 კაცს. მი­იჩ­ნე­ვი­ან კავ­კა­სი­ის ალ­ბა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბად.

347241253-197580906550520-4251224759210134367-n-53474-1687937532.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს უდი­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს სო­ფელ ზი­ნო­ბი­ა­ნის უდი­უ­რი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის მე­ნე­ჯე­რი ანა აი­ვა­ზაშ­ვი­ლი გვაწ­ვდის

- მკვლე­ვარ­თა აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8500 უდი უნდა იყოს. ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, თუმ­ცა სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბა აქვთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ზი­ნო­ბი­ა­ნია, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - ოღუ­ზი (ყო­ფი­ლი ვარ­თა­შე­ნი) და ნიჯი... სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მა­შინ­დელ ომს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, ქრის­ტი­ან­მა უდებ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, კერ­ძოდ, სო­ფელ ვარ­თა­შა­ნი­დან სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ქრის­ტი­ა­ნულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ა­შუ­რეს... სხვა­დას­ხვა წყა­რო­ში სხვა­დას­ხვა წე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ნა­კა­დი 1920-22 წლებ­ში წა­მო­ვი­და...

ზი­ნო­ბი სი­ლი­კო­ვი (სი­ლა­კაშ­ვი­ლი) იქცა სა­ქარ­თვე­ლოს უდე­ბის წი­ნამ­ძღო­ლად. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ზი­ნო­ბი­ა­ნის სა­ხე­ლიც. თა­ვი­დან სო­ფელს სწო­რედ ზი­ნო­ბი­ა­ნი ერ­ქვა, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში - ოქ­ტომ­ბე­რი. 2010 წელს კი ძვე­ლი სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და... უდე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბამ­დე დიდი ძებ­ნის მერე შე­ირ­ჩა ტყი­ა­ნი ად­გი­ლი მთის ძი­რას ყვა­რელ­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი მიგ­რან­ტე­ბი და­სახ­ლდნენ. რომ ჩა­მო­სუ­ლან, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა ყო­ფი­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რან, მიწა გა­ეჭ­რათ და მი­წუ­რე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

ცოტა ზე­მოთ, მთა­ზე, ვარ­თა­შა­ნი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ნიში დად­გეს. ქვე­მოთ - მი­წუ­რე­ბი იყო და პირ­ვე­ლი წლე­ბი სწო­რედ მი­წუ­რებ­ში გა­ა­ტა­რეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მიგ­რან­ტებს 1924 წელს გა­მო­უ­ყო მიწა სოფ­ლის ასა­შე­ნებ­ლად. ზი­ნობ­თან ერ­თად მთე­ლი თემი იყო ჩარ­თუ­ლი და და­ი­წყო სოფ­ლის შე­ნე­ბაა: გა­იყ­ვა­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი, აშენ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, და­არ­სდა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა, და­ფუძნ­და რამ­დე­ნი­მე სა­წარ­მო. სოფ­ლის და­არ­სე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში უკვე გაჩ­ნდა: სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღი, აბ­რე­შუ­მის, აგუ­რის, კრა­მი­ტის, ხის სა­ხერ­ხი, ღვი­ნის ქარ­ხნე­ბი... სა­ქარ­თვე­ლო­ში უდე­ბის გად­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ და­არ­სდა „ქარ­თველ უდინ­თა დამ­ხმა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რომ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, შალ­ვა და­დი­ა­ნი. პირ­ველ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კრე­ბა­ზე, 1923 წელს, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დი­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის... "აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის თავ­და­დე­ბუ­ლი ამა­გი, რო­მე­ლიც მი­უ­ძღვის ამხ. ზინო სი­ლი­კაშ­ვილს ამ სოფ­ლი­სად­მი: იგი თა­ვის თა­ოს­ნო­ბი­თა და და­უ­ღა­ლა­ვი ენერ­გი­ით წინ მი­უ­ძღვის გად­მო­სახ­ლე­ბულთ" - წერ­და 1925 წლის 25 აგ­ვის­ტოს გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი“.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი კო­მუ­ნის­ტებ­მა არ და­ინ­დეს...

- 1938 წელს ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვი­ლი, საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და: და­ა­პა­ტიმ­რეს ბრალ­დე­ბით, რომ „იყო მე­მარ­ჯვე­ნე­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და ეწე­ო­და ძირ­გა­მომ­თხრელ საქ­მი­ა­ნო­ბას“. ზი­ნო­ბი სი­ლი­კაშ­ვილს 11 ოქ­ტომ­ბერს დახ­ვრე­ტი­სა და პი­რა­დი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს, 16 ოქ­ტომ­ბერს გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნეს და დახ­ვრი­ტეს. იმ დროს ზი­ნო­ბი­ან­საც ოქ­ტომ­ბე­რი და­ერ­ქვა. ზი­ნო­ბის დახ­ვრე­ტის შემ­დეგ ოქ­ტომ­ბე­რი თან­და­თან იქცა საბ­ჭო­თა სოფ­ლად. ადა­მი­ა­ნე­ბი შრო­მობ­დნენ და სო­ფე­ლი ვი­თა­რე­ბო­და. უდი­უ­რი თემი თან­და­თან ადაპ­ტირ­დე­ბო­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. იხილეთ სრულად

myquiz