"თავადაზნურობამ მას სტიპენდიაზე უარი უთხრა"- ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა? | Allnews.Ge

"თავადაზნურობამ მას სტიპენდიაზე უარი უთხრა"- ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა?

ქართველთა სამეცნერო ნაშრომების თუ საზოგადოებრივი აქტივობები, ევროპაში ყოველთის მაღალი წრის განსახილველი თემები იყო. ქართველთა შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს ბარბარე ყიფიანს ეკუთვნის.

ბარბარე, დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ნიკოლოზის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. გოგონა ქუთაისში 1879 წლის 4 თებერვალს დაიბადა, თუმცა პაპისეულ ოჯახში ქვიშხეთში იზრდებოდა. ოჯახში შექმნილი სიტუაციის გამო, ბარბარე დასთან და მამასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. მალე ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა.

დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ, ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ევროპაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

დიმიტრი ყიფიანის ოჯახში განათლებას ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა. ბარბარემ წარჩინებით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, მამასთან ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 1902 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

barbare-1687860213.jpg

ქართველი გოგონა ნიჭიერებით უნივერსიტეტში სწავლისას ყველას აკვირვებდა, ამიტომაც მას, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, საშუალება მისცეს, მონაწილეობა მიეღო ბრიუსელში გამართულ ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მისმა მოხსენებამ ევროპელ მეცნიერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი ქართველი გოგონა მალე ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "რევიუ ფსიქოლოგიის" სწავლული მდივანიც გახდა. ბარბარე ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ბარბარეს შესახებ წერდნენ ევროპული გამოცემებიც.

-1687860223.jpg

თუმცა, მანამდე, ქართველი პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი "ცნობის ფურცელში" წერდა: "ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ქალბატონს, პროფესორ იოტიკოს, რომელმაც ბარბარე ყიფიანი თავის ლაბორატორიაში მიიწვია სამუშაოდ და მისი სწავლის ფული გადაიხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ საჭიროა იცოდეს, რომ სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე".

ბარბარე ყიფიანი სამეცნიერო ნაშრომების გარდა, ევროპაში გაბნეულ ქართული ხელოვნების ნიმუშებსაც ეძებდა, რათა ეროვნული განძი არ დაკარგულიყო. მან 1910 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია დააარსა. იხილეთ სრულად

myquiz