ვინ არის 15 წლის გიორგი ჩუბინიძე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ?
"მე ვარ გიორგი ჩუბინიძე, 15 წლის, ჩემი ოცნებაა საქართველოს ნაკრებში რომ ვითამაშო..." - ამბობს დამტვრეული ქართულით "ბილაივის" კამერის წინ ბიჭი, რომლის სრული სახელი არის გიორგი მანუელ გონსალვეშ ჩუბინიძე.
ის ინგლისური ბორნმუთის აკადემიის აღსაზრდელია, მამა ქართველი ჰყავს, დედა კი - პორტუგალიელი. ქართულად ჯერ ვერ ლაპარაკობს, თუმცა საქართველოს სახელით მოედანზე გასვლა მისი ოცნება იყო და როცა საქმე არჩევანზე მიდგა, ინგლისური ასაკობრივი ნაკრებების მიწვევაზე უარი თქვა და ქართველების მიპატიჟებას დათანხმდა.
ის შარშან 17 წლამდელთა ასკობრივ ნაკრებში მიიწვიეს. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს ამავე ვიდეოში გიორგი:
"გასულ სეზონში, როდესაც 14 წლის ვიყავი საქართველოს 17 წლამდელთა ჯგუფში ვითამაშე. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, როდესაც მამაჩემმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში უნდა მეთამაშა. კიბეებზე ავრბოდი და ჩამოვრბოდი, ოთახიდან-ოთახში დავხტოდი. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც ვერც გადმოვცემ.
საოცარი იყო მომენტი, როდესაც საქართველოში პირველად ჩავედი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, უკვე ათი თუ თერთმეტი წელია იქ არ ვყოფილვარ. საქართველოში ჩასვლამ მომცა შეგრძნება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების ბაზაზე მისვლა იყო ის, რაზეც მანამდე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი, თუმცა ჩემი ოცნება ახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტაფი და მოთამაშეები გვერდში დამიდგნენ, რადგან ცხადია, ენის ბარიერიც მქონდა.
როდესაც მოედანზე ფეხი შევდგი, გული გამალებით მიცემდა. მინდოდა, ყველას ეამაყა და ეს შევძელი. მინდოდა, რომ მაყურებლისთვის სიხარული მიმენიჭებინა. რამდენიმე თვის შემდეგ..." იხილეთ სრულად