"უფასო ტაქსიდან" გამგეობაში: როგორ შეიცვალა 13 ივნისის სტიქიის გმირის ცხოვრება და რას იხსენებს 8 წლის წინანდელ ამბებზე? | Allnews.Ge

"უფასო ტაქსიდან" გამგეობაში: როგორ შეიცვალა 13 ივნისის სტიქიის გმირის ცხოვრება და რას იხსენებს 8 წლის წინანდელ ამბებზე?

თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ წელს, 13 ივ­ნისს 8 წელი შეს­რულ­და. იმ დღე­ებს ბევ­რი გმი­რი ჰყავ­და. მათ შო­რის იყო 24 წლის გი­ორ­გი ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით, „უფა­სო ტაქ­სით“ უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

ამ სა­ო­ცა­რი საქ­ცი­ე­ლის გამო, იმა­ვე წლის 20 ივ­ნისს, გი­ორ­გი ლო­მი­ძე ნა­ძა­ლა­დე­ვის გამ­გე­ო­ბა­ში და­ა­საქ­მეს და "ტაქ­სის­ტო­ბაც" ასე შე­წყვი­ტა. თუმ­ცა ის 18 წლის ასა­კი­დან ოჯახს სა­კუ­თა­რი შრო­მით ეხ­მა­რე­ბო­და. გი­ორ­გი ლო­მი­ძე დღემ­დე ნა­ძა­ლა­დე­ვის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია და 8 წლის შემ­დეგ სწო­რედ იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო."რო­დე­საც ის უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ვნა­ხე, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და­ი­რაზმნენ, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს ფი­ზი­კუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... მეც გა­მიჩ­ნდა დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ფი­ზი­კუ­რი შრო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ იყო... იქ ასე­ვე არ­სე­ბობ­და ტე­ტა­ნუ­სის და უამ­რა­ვი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხეც, რად­გან ცხე­ლო­და. ვი­ნა­ი­დან მათ მსგავ­სად ვერ შევ­ძლებ­დი ფი­ზი­კუ­რად შრო­მას, ამი­ტომ მო­ვი­ფიქ­რე, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­მე­ძებ­ნა, რომ­ლი­თაც და­ვეხ­მა­რე­ბო­დი მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი. მით უფრო, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ, რად­გან სტი­ქი­ის ზო­ნა­ში შრო­მის­გან დას­ვრილ ახალ­გაზ­რდებს სა­მარ­შრუ­ტოს მძღო­ლე­ბი და ტაქ­სის­ტე­ბი დი­დად არ სწყა­ლობ­დნენ...

მოკ­ლედ, მი­ვიჩ­ნიე, რომ მათ­თვის ჩემი მომ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. მათ გვერ­დით დავ­დე­ქი. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ იქ მის­ვლის შემ­დეგ, ყვე­ლა მე­დი­ა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ფოტო გავ­რცელ­და და ხალ­ხმა გა­მიც­ნო. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მათ­გან წა­მო­სუ­ლი დიდი სით­ბო იყო" - ასე იხ­სე­ნებს იმ დღე­ებს გი­ორ­გი ლო­მი­ძე.

მა­შინ ბევ­რმა არ იცო­და, რომ ამ ახალ­გაზ­რდა ბიჭს ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს არ უწყობ­და სტი­ქი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ ქა­ლაქს გაწ­მენ­და­ში დახ­მა­რე­ბო­და...

284357302-5717408611627401-8663616485902720509-n-37095-1686989000.jpg

2012 წლის ივ­ლის­ში, 20 წლის იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მძი­მე დი­აგ­ნო­ზი რომ და­უს­ვეს.

"თირკმლის გა­და­ნერგვა დამ­ჭირ­და... ამას წინ თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და მა­ღა­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია უძღო­და, რო­მელ­ზეც წნე­ვის დამ­წე­ვი არ მოქ­მე­დებ­და... დად­გინ­და თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა. ორი­ვე თირკმე­ლი უკ­მა­რი იყო. ჩემი თირკმე­ლე­ბი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვე­ღარ შე­ას­რუ­ლებ­და. დი­აგ­ნო­ზი უც­ნო­ბი ნეფ­როსკლე­რო­ზი აღ­მოჩ­ნდა,“ - გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი.

იმ პე­რი­ოდ­ში შვი­ლის დო­ნო­რო­ბა სა­კუ­თარ­მა მა­მამ და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­წყვი­ტა...

"მა­მამ ჩემ­თვის თირკმლის დათ­მო­ბა მო­ინ­დო­მა. ამ ჟეს­ტმა დიდი ძალა მომ­ცა, უდი­დე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მარ­ტო აღარ ვი­ყა­ვი, რად­გან ჩემ­თან იყო ჩემი ოჯა­ხი არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც... იხილეთ სრულად

myquiz