"ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს?
უმშვენიერესი ნათია რეხვიაშვილი გარშემომყოფებს თავის საქმიანობით აოცებს. იგი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, ოცმეტრიანი ტრაილერის მძღოლია. უკვე შეეჩვია, რომ გზად მიმავალი თუ სოციალურ ქსელში უზღვავ კომპლიმენტს იღებს. გოგონები წერენ, რომ მათთვის სტიმულის მიმცემია...
ნათია რეხვიაშვილს სასაუბროდ ამერიკაში დავუკავშირდით...
- ნათია რა პროფესიის ხართ როდის წახვედით საქართველოდან?
- ბევრი პროფესია მაქვს: თავიდან სამოდელო სფეროში ვიყავი, ჩვენებებზე გამოვდიოდი. შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე, ფინანსისტი ვარ. ამ პროფესიის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთ, ცნობილ ბანკში ვმუშაობდი. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ექსპერტის თანამდებობაზე... შემდეგ ესთეტიკურ მედიცინაში გადავედი. ინექციებს, პერმანენტულ მაკიაჟს ვაკეთებდი. დაახლოებით სამი წლის წინ ამერიკაში ცოტა ხნით წამოვედი, მაგრამ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო და უნდა დავრჩენილიყავი.
ამერიკაშიც მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი ბანკიდან - Bank of America ძალიან დიდი დაინტერესება იყო მათთან მეთანამშრომლა, მაგრამ უარი ვთქვი... ამერიკაში "ტრამპ თაუერში" ვთანამშრომლობდი. ტურების მიღება, განაწილება მევალებოდა. ძალიან მაღალი კლასის სტუმრები იყვნენ... ემიგრაციას ძალიან დიდი სტრესი ახლავს. მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველაფრის დაწყება ნულიდან გიწევს. სამსახურთან დაკავშირებული ძალიან ბევრი სირთულეა...
ისეთი სამსახური მინდოდა, სადაც თავს ფსიქოლოგიურად, ემოციურად ჯანსაღად ვიგრძნობდი. მომეწონებოდა ის საქმე, რაც უნდა მეკეთებინა და ანაზღაურების მხრივაც მისაღები იქნებოდა. მანქანის ტარება ყოველთვის მიყვარდა. როცა დასტრესილი ვიყავი, მანქანა ჩემი ერთადერთი განტვირთვის საშუალება იყო იყო. აქ მეგობრები არ მყავდა, არავის ვიცნობდი და მანქანით გასეირნებას, მუსიკის ხმამაღლა მოსმენას არაფერი მერჩივნა. მამასგან, უფროსი ძმებისგან სულ მანქანის ნაწილებზე მესმოდა და მანქანა ჩემთვის უცხო არ იყო. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ იდეა გამიჩნდა, რომ დიდი სატვირთო მანქანის ტარებას შევძლებდი. ვისაც არ ვუთხარი, ცოტა არ იყოს გაოცებული დარჩნენ, მაგრამ მეგობრები, მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ.
სულ სტიმულს მაძლევდნენ, რომ შენ ამას შეძლებო. თავიდან მეც მეშინოდა, რადგან მარტივი არ არის. სპეციალური მოწმობა ჭირდება, რთულია, მაგრამ არც ისეთი და შეუძლებელი, ვინმემ მოინდომოს და აღება ვერ მოახერხოს. მიზანი დავისახე, რადგან ვთქვი რომ მე ეს საქმე უნდა დამეწყო, უნდა გამეკეთებინა. თეორიული მასალა პირველ გამოცდაზე ჩავაბარე, უამრავი მასალა იყო. ღმერთის წყალობით, ჩემი მონდომებით და ცოტა იღბალიც წარმატებულად ჩავაბარე. შემდეგ აუცილებელია სკოლის გავლა, ფორმალობაა მაგრამ საჭიროა... გამოცდაზე გავედი, სადაც უამრავი რამ იყო და როგორც კი მართვის მოწმობა ავიღე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. ძალიან მინდა იმ კომპანიაზე გითხრათ, სადაც ვმუშაობ. საოცრად მიდგანან გვერდში და ხელს მიწყობენ. ჩემს მიმართ იმდენად კარგად არიან განწყობილი, არ შემიძლია მათზე არ ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი კომპანიაა... იხილეთ სრულად