ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა 4-მა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა? | Allnews.Ge

ამაზონის ჯუნგლების სასწაული: როგორ მოახერხა 4-მა მცირეწლოვანმა და-ძმამ ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენა?

ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ოთხი ბავ­შვი 40 დღის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. 13, 9, 5 და 1 წლის და-ძმე­ბი პა­რას­კევს, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლი­დან 5 კმ-ის მო­შო­რე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის ცნო­ბით, მათი დედა თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნი­დან 4 დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­თან ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ პი­ლო­ტი და კი­დევ ერთი მგზავ­რი.

ბავ­შვე­ბის მამა მა­ნუ­ელ რა­ნო­ქი შვი­ლე­ბის ნა­ამ­ბობს უყ­ვე­ბა მე­დი­ას:

"ვიდ­რე ჩემი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვლე­ბო­და, ბავ­შვე­ბის­თვის უთ­ქვამს, - წა­დით აქე­დან, თავს უშ­ვე­ლეთ. მალე ნა­ხავთ, რო­გო­რი კა­ცია მა­მათ­ქვე­ნი. მის­გა­ნაც ისეთ დიდ სიყ­ვა­რულს იგ­რძნობთ, რო­გო­რიც ჩემ­გან მი­ი­ღე­თო..."

მაშ­ვე­ლი ნი­კო­ლას ორ­დო­ნეზ გო­მე­სი იმ მო­მენტს იხ­სე­ნებს, როცა ბავ­შვე­ბი იპო­ვეს:

353594678-1405364810240669-3398421308596652471-n-59996-1686633278.jpg

"უფ­როს გო­გო­ნას, ლეს­ლის 1 წლის და ეკა­ვა ხელ­ში. ის ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცა და მი­თხრა, რომ ში­ო­და. ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერთი კი ძირს იწვა. როცა და­მი­ნა­ხა, ადგა და მი­თხრა, - დედა გარ­და­იც­ვა­ლაო". მას შემ­დეგ, რაც მაშ­ვე­ლებ­მა ბავ­შვე­ბი და­ამ­შვი­დეს და უთხრეს, რომ ისი­ნი მათი მშობ­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ოჯახ­მა გა­მოგ­ზავ­ნა, ბი­ჭუ­ნამ მათ თურ­მე პური და სო­სი­სი მოს­თხო­ვა.

ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის დღეს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, ისი­ნი რო­გო­რი და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჯუნ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ხე­ტი­ა­ლით. ბავ­შვე­ბის ბი­ძის, ფი­დენ­ციო ვა­ლენ­სი­ას თქმით, პა­ტა­რე­ბი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად თა­ვი­ანთ ცოდ­ნას იყე­ნებ­დნენ, მა­გა­ლი­თად არჩვედ­ნენ, - რო­მე­ლი ხილი იყო საკ­ვე­ბად გა­მო­სა­დე­გი და რო­მე­ლი - არა.

ბავ­შვე­ბი ვერ­ტმფრე­ნით პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 2 კვი­რა გა­ჩერ­დე­ბი­ან. მაშ­ველ­თა გუნ­დის თქმით, ბავ­შვე­ბი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან 5 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამან ბევ­რი და­ა­ეჭ­ვა, თუ რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა მათი უფრო ადრე პოვ­ნა. იხილეთ სრულად

myquiz