"პუტინს სურდა, ანგარიში გაესწორებინა იმ სამყაროსთვის, რომელმაც გაწირა" - რას წერს და როგორ აშუქებს მსოფლიო მედია ვერა პუტინას გარდაცვალების ამბავს | Allnews.Ge

"პუტინს სურდა, ანგარიში გაესწორებინა იმ სამყაროსთვის, რომელმაც გაწირა" - რას წერს და როგორ აშუქებს მსოფლიო მედია ვერა პუტინას გარდაცვალების ამბავს

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე, ბავ­შვო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბუნ­დო­ვა­ნი კი 10 წლამ­დე პე­რი­ო­დია.

რუ­სე­თის დიქ­ტა­ტო­რის წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ, დღემ­დე ბევ­რი რამ კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა. მა­გა­ლი­თად, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს იმის შე­სა­ხებ თუ ვინ იყ­ვნენ რე­ა­ლუ­რად მისი მშობ­ლე­ბი. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ჩვე­ნი დრო­ის ტი­რა­ნის დედა ვერა პუ­ტი­ნა იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 2023 წლის 31 მა­ისს, 96 წლის გარ­და­იც­ვა­ლა.

ვერა პუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც მე­ტეხ­ში ცხოვ­რობ­და, ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ნამ­დვი­ლი დედა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის წინ, რო­დე­საც ვე­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტი­ნი მისი შვი­ლი იყო, მას­თან სახ­ლში კგბ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, წა­ი­ღეს ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ორი­გი­ნა­ლი ფო­ტო­ე­ბი და უბ­რძა­ნეს გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო.

telemmglpict000000522011-16856167605150-trans-nvbqzqnjv4bqqvzuuqpflyliwib6ntmjwfsvwez-ven7c6bhu2jjnt8-46392-1686553251.jpg

ქალ­მა პირ­ვე­ლად 1999 წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დაა და შვილ­თან გან­შო­რე­ბა მა­შინ მო­უ­წია, როცა ვლა­დი­მე­რი პა­ტა­რა იყო.

თა­ვად პუ­ტი­ნი სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერს, რომ იგი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, ქარ­ხნის მუ­ში­სა და ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს ოჯახ­ში. ორი­ვე მშო­ბე­ლი, მისი თქმით, 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს, სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

რას წერს უცხო­უ­რი მე­დია?

ვერა ნი­კო­ლა­ევ­ნა პუ­ტი­ნა და­ი­ბა­და 1926 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, რუ­სეთ­ში, ოკი­ორსკში. ქალი ამ­ბობ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას შე­უყ­ვარ­და მე­ქა­ნი­კო­სი პლა­ტონ პრი­ვა­ლო­ვი, რომ­ლის­გა­ნაც და­ორ­სულ­და, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და ის მათი სა­ერ­თო შვი­ლის მო­პარ­ვას აპი­რებ­და, რად­გან ცოლს და­ორ­სუ­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო.

ვე­რას თქმით, მისი ვაჟი, მეტ­სა­ხე­ლად "ვოვა", და­ი­ბა­და 1950 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს. ეს არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­ბა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ თა­რი­ღამ­დე ორი წლით ადრე პე­რი­ო­დი.

ბიჭი სი­ღა­რი­ბე­ში იზ­რდე­ბო­და ქარ­თულ სო­ფელ მე­ტეხ­ში. ვერა მე­ტეხ­ში ქარ­თველ კაც­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიჭს მა­მი­ნაც­ვა­ლი სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და.

vladimir-putin-with-his-mother-46418-1686553280.jpg

ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ვერა პუ­ტი­ნას ვაჟი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლა­ში 1959-1960 წლებ­ში, ხოლო 2008 წელს ად­გი­ლობ­რივ­მა ყო­ფილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შურა გა­ბი­ნაშ­ვილ­მა The Daily Telegraph-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბიჭს რუ­სუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლებს უტა­რებ­და. ”მას უყ­ვარ­და რუ­სუ­ლი ზღაპ­რე­ბი და მისი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი რუ­სუ­ლი იყო. ბუჭს ასე­ვე უყ­ვარ­და თევ­ზა­ო­ბა და ჭი­და­ო­ბა", - იხ­სე­ნებ­და პე­და­გო­გი.

ვე­რას ქარ­თველ ქმარ­თან გი­ორ­გი ოსე­ფაშ­ვილ­თან შვი­ლე­ბი შე­ე­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც, კაცი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ ვოვა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ამი­ტომ ქალ­მა შვი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ ცხრა წლის იყო, მშობ­ლებ­თან რუ­სეთ­ში გაგ­ზავ­ნა. თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ ბიჭი ბა­ბუ­ამ ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ა­ბა­რა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვერა ამ­ბობ­და, რომ პუ­ტი­ნი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გელ­მა "მშობ­ლებ­მა“ იშ­ვი­ლეს, რომ­ლე­ბიც 40 წლის იყ­ვნენ და მათ ორი გარ­დაც­ვლი­ლი ვაჟი ჰყავ­დათ. იხილეთ სრულად

myquiz