ვინ არის ქალი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს — მისი დნმ-ის გაშიფვრა მილიონობით ადამიანს მოუტანს შვებას | Allnews.Ge

ვინ არის ქალი, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს — მისი დნმ-ის გაშიფვრა მილიონობით ადამიანს მოუტანს შვებას

ტკივილი ადამიანისთვის ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს — აქ არა თუ შინაგან განცდებზე, არამედ ფიზიკურ ტკივილზე ვსაუბრობთ. არ აქვს მნიშვნელობა, სუსტი იქნება თუ მწვავე, მისი შეგრძნება ყველასთვის ნაცნობია. თუმცა ჯო კამერონი 75 წლის შოტლანდიელი ქალია, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი სახის ტკივილი არ უგრძნია… არც სერიოზული ქირურგიული ოპერაციის თუ მშობიარობის დროს.

2019 წელს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კამერონი აღნიშნავდა, რომ საკუთარი კანის დამწვრობას მხოლოდ მაშინ ხვდება, თუ სუნი სცემს ან ხედავს. მისთვის ტკივილი მხოლოდ აბსტრაქტული კონცეფციაა.

თავდაპირველად შესაძლოა ტკივილისგან თავისუფალი სიცოცხლე მიმზიდველად მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მის გარეშე არ გეცოდინებოდათ, რომ შემთხვევით ცხელ უთოს დაეყრდენით, ან ის, რომ ფეხი ძლიერად გადაიბრუნეთ.

methode-times-prod-web-bin-6404a858-32fa-11ea-b8ef-1301adfca080-1686474568.jpg

კამერონის გარდა, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია ასეთი. ამ მდგომარეობას მედიცინაში თანდაყოლილი ანალგეზია ეწოდება და მილიონში ერთხელ გვხვდება; აქვს რამდენიმე გენეტიკური მიზეზი, რასაც შეიძლება სხვა სიმპტომებიც ახლდეს, მაგალითად, მეტად ოფლიანობა და ყნოსვის არქონა.

კამერუნის თქმით მას ახსოვს შემთხვევა, როდესაც ის ვერ მიხვდა, რომ მისი ხელი გაზქურაზე იწვოდა, სანამ მან დამწვარი ხორცის სუნი არ იგრძნო. ის ასევე აცხადებს, რომ მშობიარობა მისთვის სრულად უმკტივნეულო გამოცდილება იყო.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრები ახლა მის გენებს სწავლობენ, რათა დაადგინონ, როგორ შეიძლება გაითიშოს ტკივილის გზები ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

ტკივილი სხეულის დაზიანების ნამდვილად საჭირო ბარომეტრია. თუმცა, ზოგჯერ სიგნალი შეიძლება ზედმეტად აქტიურ მდგომარეობაში ჩარჩეს და სასარგებლო აღარ იყოს. როდესაც ის რამდენიმე თვეს გრძელდება, ქრონიკული ტკივილი ეწოდება. კამერონის გენები შეიძლება ამ ტანჯვისგან თავის დაღწევის საიდუმლოს მალავდეს.

double-helix-dna-pain-1686474585.jpg

ალბათ იცით, როგორ გვემატება ადრენალინი საშიშ სიტუაციებში ჩავარდნისას. კამერონის FAAH-OUT მუტაცია, სხვა, ახლომდებარე გენის უფრო გავრცელებულ ვარიანტთან ერთად, განაპირობებს იმას, რომ ის ასეთ გრძნობას ავარიაში მოყოლისასაც არ განიცდის.გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, პრეპარატების მკვლევრებმა მრავალჯერ სცადეს ისეთი წამლის შექმნა, რომელიც FAAH-ს იღებს მიზანში;

არცერთ მათგანს ჯერ ადამიანებზე კლინიკური ცდები არ გაუვლია.FAAH-სა და FAAH-OUT-ს შორის ურთიერთქმედების გაგება ამ ძალისხმევას შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს, რაც ტკივილის ახლებურ გაგებას მოგვცემს. უახლეს კვლევაში, კოქსმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ეს ორი გენი ხშირად ერთსა და იმავე უჯრედში გამოიხატება. შემდეგმა ექსპერიმენტმა, რომელშიც კამერონის მდგომარეობას მიბაძეს, ცხადყო, რომ როდესაც ლაბორატორიაში გამოზრდილ ადამიანის უჯრედებში FAAH-OUT „გააჩუმეს“ ან დაარედაქტირეს, ასევე შემცირდა FAAH-ის ექსპრესია.

sei-58765881-e1553773186154-1686474639.webp

ამას კი თავის მხრივ გავლენა ჰქონდა გენებზე, რომლებშიც ტკივილია ჩაშიფრული და ოპიოიდური რეცეპტორების ლიპიდებზე, რომლებიც როლს ასრულებენ ჭრილობების მოშუშებაში; ასევე დადგინდა, რომ გავლენა ჰქონდა თავის ტვინის იმ ცილებზეც, რომლებიც განწყობის მოდულირებას ახდენენ.

კამერონმა მხოლოდ 65 წლის ასაკში გააცნობიერა, რამდენად განსხვავდებოდა მისი ცხოვრება სხვა ადამიანებისგან.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მისი უჯრედების უნიკალური საიდუმლოს ამოხსნა უფრო ბედნიერ და უმტკივნეულო ცხოვრებას მოუტანს მილიონობით ადამიანს.

წყარო

myquiz