იცით, ვინ იყო მუშტაიდი? - ცნობილი ბაღის შექმნის სევდიანი ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის | Allnews.Ge

იცით, ვინ იყო მუშტაიდი? - ცნობილი ბაღის შექმნის სევდიანი ისტორია, რომელიც ცოტამ თუ იცის

სახლი, რომელიც, ალბათ, ყველას გინახავთ, თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკშია აშენებული.

ის ერთ დროს პარკის მშვენება იყო. შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა (სანაყინე კაფე, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი)...

mustaifuuu-1686299302.jpg

თავდაპირველად კი ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ააშენა. ის ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო.

სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან წარმოსდგა ბაღის სახელიც – მუშტაიდი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.

6191337241-f093d745bd-b-1686299672.jpg

ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ. მუშტაიდის ბაღს საფუძვლად სევდიანი ისტორია უდევს.

mustaidi1-1686299582.jpg

ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა. იხილეთ სრულად

myquiz