მასწავლებელი, რომელმაც სკოლის ეზოში კოპწია ბაღი მოაწყო | Allnews.Ge

მასწავლებელი, რომელმაც სკოლის ეზოში კოპწია ბაღი მოაწყო

139-ე საჯარო სკოლის ეზოში ახლახან გამოჩნდა პატარა კოპწია ბაღი, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მით უმეტეს, რომ ბაღი მასწავლებლის ინიციატივით გაჩნდა, რომელსაც ამ საქმეში სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები დაეხმარნენ. შორენა თამაზაშვილი თავად გვიამბობს ბაღის შექმნის ამბავს:

shorena-1686296371.jpg

- ტყუილად არ ვამბობ ხოლმე, მასწავლებლობა მრავალფეროვანი პროფესიაა... როცა ხარ მასწავლებელი, გზადაგზა შეგიძლია იყო მხატვარი, მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, დიზაინერი, მზარეული, ექიმი და მებაღეც კი... ყვავილების ბაღის გაშენების იდეა დიდი ხანია მქონდა, ველოდებოდი საჭირო დროს, საჭირო ადგილს. ერთ დღეს ჩვენი სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, რომლებიც გავდიოდით გარემოს დაცვის ტრენინგს, გაგვაცნო პროექტი "მუსიკა და მცენარეები“; ბევრი აღარ მიფიქრია, იდეები მქონდა, მშობლებს გავაცანი და უცებ აიტაცეს.

shorena3-1686296385.jpg

მეორე დღესვე მოიტანეს პატარა ჩითილები, ნერგები, სამუშაო იარაღი - ნამდვილ მებაღეებად ვიქეცით. ყოველდღე ემატებოდა რამდენიმე ყვავილის ძირი. ყველა დარგული მცენარის ისტორია და ავტორი ვიცი, რომელი საიდან მოიტანეს, რომელი სოფლიდან, კუთხიდან, ვინ მოიტანა, ვინ დარგო... ბუნებასთან ურთიერთობა ჩემი ჰობია - წყალი, ხე, მიწა, ყვავილი... როცა რომელიმე მასწავლებელი ან მშობელი ყვავილის ძირებს მოიტანს, ხანდახან ვთხოვ, დატოვონ და მე დავრგავ... იხილეთ სრულად

myquiz