ვულკანური ვენახები კანარის კუნძულებზე - უჩვეულო სანახაობა ესპანეთში | Allnews.Ge

ვულკანური ვენახები კანარის კუნძულებზე - უჩვეულო სანახაობა ესპანეთში

ესპანეთის კუნძულ ლანცაროტზე ვენახები პირდაპირ ვულკანურ ზედაპირზეა გაშენებული. როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერი და მდიდარია და შედეგადაც საკმაოდ გემრიელი ყურძენი მოდის.

მიწის უჩვეულო ზედაპირზე ვაზიც უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა აქ ვენახები საკმაოდ დიდ მანძილზე არის გაშენებული. თითოეული ძირი ერთმანეთისგან სპეციალური „კედლით“ არის დაშორებული, რაც ქარისგან დამცავს წარმოადგენს.

bodegas-vega-de-yuco-vineyards-1686131418-1686200824.webp

ლანცაროტეს ყურძნის კულტივაცია უნიკალურია მსოფლიოს ამ ნაწილისთვის. ის ინარჩუნებს პროცედურის პირველყოფილ მახასიათებლებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ამ ერთი შეხედვით გადამწვარ და უნაყოფო მიწებს, საკმაოდ დახვეწილი ღვინო აწარმოონ. იხილეთ სრულად