გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი | Allnews.Ge

გოგონა, რომელიც მამამ სარდაფში გამოკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობდა - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ამბავი

ავ­სტრი­ე­ლი ელი­ზა­ბეტ ფრითცლის ის­ტო­რი­ამ მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა. ეს არის ამ­ბა­ვი გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ­მა მა­მამ გა­ი­ტა­ცა. ის­ტო­რია იმ­დე­ნად სა­ზა­რე­ლია, რომ შე­საძ­ლოა, ფილ­მე­ბის შემ­ქმნე­ლებ­საც არ მოს­ვლო­დათ აზ­რად.

იო­ზეფ ფრითცლ­მა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მზრუნ­ვე­ლი ქმა­რი და მე­ო­ჯა­ხე ჩან­და, 1984 წლის 28 აგ­ვის­ტოს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცა და სარ­დაფ­ში გა­მო­კე­ტა.18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­და ჩა­კე­ტი­ლი და მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი იმა­ვე სახ­ლში იყო, სა­დაც კაცი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა არ იცოდ­ნენ.

ჯერ კი­დევ 1978 წელს იო­ზეფ­მა სარ­და­ფი ბუნ­კე­რად გა­და­ა­კე­თა.

elizabet3-57049-1685950804.png

"მან ჯერ კი­დევ მა­შინ ამირ­ჩია, როცა სულ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი", - იხ­სე­ნებ­და ელი­ზა­ბე­ტი. პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის უხამ­სი ქმე­დე­ბე­ბი 14 წლის შვი­ლის წინ - ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

ბუნ­კერს სახ­ლამ­დე 8 კარი აკავ­ში­რებ­და, შე­სა­ბა­მი­სად, იქი­დან ხმაც არ გა­დი­ო­და. მა­მამ შვილს სა­ხე­ზე ეთე­რით გაჟ­ღენ­თი­ლი ტილო აა­ფა­რა, ხოლო რო­დე­საც გო­გო­ნამ გა­იღ­ვი­ძა უკვე გა­მო­კე­ტი­ლი იყო.

elizabet2-57084-1685950817.png

პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა იო­ზეფ ფრითცლი ქა­ლიშ­ვილს სრულ სიბ­ნე­ლე­ში ამ­ყო­ფებ­და. გო­გო­ნას­თან კი ჩა­დი­ო­და ან იმის­თვის, რომ საჭ­მე­ლი მი­ე­ტა­ნა, ან იმი­ტომ, რომ გა­ე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნა. როცა ელი­ზა­ბეტ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა სცა­და, იო­ზეფ­მა ის სას­ტი­კად სცე­მა და ძაღ­ლის ჯაჭ­ვით და­ა­ბა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მან და­ახ­ლო­ე­ბით, 9 თვე გა­ა­ტა­რა.

კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, ფრიტცლ­მა პო­ლი­ცი­ა­ში შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, "ელი­ზა­ბე­ტის­გან წე­რი­ლი“ მო­ი­ტა­ნა, სა­დაც გო­გო­ნა ვი­თომ სწერ­და, რომ რა­ღაც სექ­ტა­ში გა­წევ­რი­ან­და და სახ­ლში აღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და. რამ­დე­ნა­დაც წე­რი­ლი მისი ხე­ლით იყო და­წე­რი­ლი, კი­თხვე­ბი არა­ვის გას­ჩე­ნია.

ბუნ­კერ­ში 24-წლი­ა­ნი გა­მო­კეტვის პე­რი­ოდ­ში ელი­ზა­ბეტ­მა იო­ზე­ფის­გან 7 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. აქე­დან პირ­ვე­ლი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რედ კერ­სტი­ნი და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ოპ­ტი­მის­ტუ­რი, მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თით დე­დის ბნე­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­თე­ლი სხი­ვი გახ­და. ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ფრიტც­ლის ავად­მყოფ­მა გო­ნე­ბამ ელი­ზა­ბე­ტი რო­გორც ცოლი ისე აღიქ­ვა. ის მას ერო­ტი­კულ ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობ­და, აწყობ­და რო­მან­ტი­კულ ვახ­შმებს, 1990 წელს შვი­ლი შტე­ფა­ნი და­ი­ბა­და, მის შემ­დეგ კი - ლიზა. ამის შემ­დეგ იო­ზეფ­მა ბუნ­კე­რი გა­ა­დი­და, მა­ნამ­დე 20კვ.მ იყო. იხილეთ სრულად

myquiz