91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?
ბრაზილიელი მსახიობი სტენიო გარსია საყოველთაოდ ცნობილია სამართლიანი და მოსიყვარულე ბიძია ალის როლით, სერიალიდან „კლონი“. როდესაც მაროკოში გადაღებები მიმდინარეობდა, სწორედ იმ პერიოდში გახდა მსახიობი 68 წლის. ახლა 91 წლისაა, სერიალის გულშემატკივრების დიდ ნაწილს, შეიძლება მსახიობი გარდაცვლილიც გეგონოთ, მაგრამ „ბიძია ალი“ ცოცხალია, თავისი ასაკისთვის იდეალურად გამოიყურება და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად შესანიშნავად ატარებს სიბერეს.
ბიოგრაფიული ცნობები
სტენიო გარსია 1932 წლის 28 აპრილს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდოდა, რომ თავის ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა, კერძოდ კი თეატრთან. სკოლის დასრულების შემდეგ სამსახიობოზე ჩააბარა და პირველი როლი 26 წლის ასაკში მიიღო, სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი“.
ორი წლის შემდეგ, სტენიოს ტელევიზიაში დებიუტი შედგა. მსახიობის პირველი როლი სერიალში "გზის მცველები" ითამაშა. სახასიათო გარეგნობის ახალგაზრდა მალე ბრაზილიელმა რეჟისორებმა შენიშნეს და არაერთ ფილმსა თუ სერიალში გადაიღეს. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა „კლონის“ გამოსვლის შემდეგ მოვიდა. მისი პერსონაჟის გამოჩენას პირველ სერიაში მაყურებლის მხრიდან არაერთგვაროვანი ემოციები მოჰყვა. მიუხედავად პერსონაჟის თავისებურებისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ გარსიას სამსახიობო ოსტატობის წყალობით „ბიძია ალი“ ყველასთვის საყვარელ გმირად იქცა.
პირადი ცხოვრება და მსგავსება პერსონაჟთან
სხვათა შორის, ცხოვრებაში სტენიო ძალიან ჰგავს საკუთარ პერსონაჟს. შეგახსენებთ, რომ სერიალში სიუჟეტის მიხედვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.
სტენიო გარსია პირველად 1958 წელს დაქორწინდა მსახიობ კლეიდა იაკონისზე. მათი ქორწინება 1969 წლამდე გაგრძელდა. მეორედ მსახიობმა ასევე მსახიობზე, კლარის პიოვესანზე იქორწინა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა, რომლებსაც კასია და გაია დაარქვეს. თუმცა, ეს ქორწინებაც დაინგრა. მესამე და მეოთხე ცოლებთან მსახიობმა ცოტა ხანი გაატარა.
მეხუთედ და ცხოვრებაში სავარაუდოდ, უკანასკნელად მერილენ საადზე იქორწინა. მეუღლე სტენიო გარსიაზე 36 წლით უმცროსია. მესამე ქორწინებისას 77 წლის იყო, მეუღლე კი 41 წლისაა. იხილეთ სრულად