მეფეები და ბიზნესმენები - ვინ იყო 5 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში? | Allnews.Ge

მეფეები და ბიზნესმენები - ვინ იყო 5 უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში?

ჟურნალი Forbes–ი რეგულარულად აქვეყნებს, ჩვენი დროის უმდიდრესი ადამიანების სიებს. თუმცა, არცერთი მათგანი, ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი არ არის. ქვემოთ, ყველა დროის, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომელთა ქონება, დღევანდელი კურსით არის გაანგარიშებული.

მუსა I

2023052916561673439-1685522245.jpg

მალის იმპერიის მმართველმა, შუა საუკუნეებში, მოახერხა და თავისი ცხოვრების მანძილზე, 400 მილიარდ დოლარზე მეტის დაგროვა. ის 1280 წელს დაიბადა, ხოლო ტახტზე 1312 წელს ავიდა. მუსამ ქონება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ტყავის და მარილის გაყიდვით დააგროვა. გარდა ამისა, მან ოქროს მოპოვების, უდიდესი საწარმო შექმნა.

ლეგენდის თანახმად, 1324 წელს მეფე სალოცავად მექაში გაემგზავრა. მას თან 60 ათასი მსახური და რამდენიმე ასეული მონა ახლდა. წმინდა ქალაქში მიმავალი, გზა და გზა, ღარიბებს ოქროს ურიგებდა... და თავისი მოგზაურობის პერიოდში, 12, 5 ტონა ოქრო გასცა, რითაც ევროპაში ფინანსური კრიზისი პროვოცირება მოახდინა.

2. ჯონ როკფელერი

2023052916591173439-1685522315.jpg

ჯონ როკფელერი – ყველაზე მდიდარი ადამიანი უახლოეს ისტორიაში. ის ბიზნესმენი, ფილანთროპი და მის მფლობელობაში არსებული დოლარების რაოდენობით, პირველი მილიარდერი იყო. მან შრომითი კარიერა ბუღალტრობით დაიწყო. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861—1865 წწ.), პირველი კაპიტალი იშოვა და XIX საუკუნის 70-იან წლებში, ნავთობის მოპოვების და ტრანსპორტირების კომპანია, Standard Oil დააარსა.

მოგვიანებით, ეს კომპანია ამერიკის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის 95% აკონტროლებდა. 1911 წელს ანტიმონოპოლიური კანონის გათვალისწინებით, Standard Oil 34 ნაწილად გაყვეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მილიარდერის შემოსავალი, რადგან ის, ყველა კომპანიაში, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში, როკფელერის ქონება 318 მლრდ. დოლარს შეადგენდა.

3. ენდრიუ კარნეგი

2023052917041073439-1685522364.jpg

მესამე ადგილს, ყველაზე მდიდრების რეიტინგში, შოტლანდიელი წარმომავლობის, ამერიკელი ენდრიუ კარნეგი იკავებს. 68 წლის ასაკში, მისი ქონება 298, 3 მლრდ. დოლარი იყო. საწყის ეტაპზე, ენდრიუმ ქონება სხვადასხვა ფირმებში ინვესტიციების ჩადებით იშოვა.

საინტერესო კი ის არის, რომ პირველი ინვესტიციის განსახორციელებლად, მომავალმა მილიარდერმა, საკუთარი მშობლების სახლი დააგირავა. შემდეგ ის ნავთობის, იარაღის მწარმოებელი და ფოლადის სადნობი კომპანიების აქციების მფლობელი გახდა. ხოლო, სიცოცხლის ბოლოს, თავისი ქონების 90% ქველმოქმედებაზე დახარჯა.

ნიკოლოზ II

2023052917100073439-1685522410.jpg

მეოთხე საპატიო ადგილი რუსეთის უკანასკნელმა მეფემ – ნიკოლოზ რომანოვმა ანუ ნიკოლოზ II დაიკავა. მისი კაპიტალის ოდენობამ, გადაანგარიშების შემდეგ, 235 მლრდ. დოლარი შეადგინა. იხილეთ სრულად

myquiz