ღალატი, მძიმე ავადმყოფობა და სექტა, რომელშიც ქმარმა გააწევრიანა - ვინ არის თურქული "დრამის დედოფალი"
ნესლიჰან ათაგული თურქეთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მსახიობმა დრამატულ სერიალებში შესრულებული როლებით გაითქვა სახელი. საინტერესოა, რომ მას რეალურ ცხოვრებაშიც არანაკლები დრამა აქვს.
ინტერნაციონალური ოჯახი
ნესლიჰანის დედა ბელარუსია, მამა კი ეროვნებით ჩერქეზი. დიდი ხნის განმავლობაში მსახიობის ოჯახი ყარაჩაი-ჩერქეზეთში ცხოვრობდა, მაგრამ ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, მომავლის საძიებლად, თურქეთში წავიდნენ. სწორედ იქ, სტამბოლში დაიბადა მომავალი მსახიობი.
ნესლიჰანის მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ მის შემოქმედებით გზას. სწორედ მათ დაარწმუნეს მომავალი ვარსკვლავი, რომ შეეძლო კინოს სამყაროს დაპყრობა. "მსახიობობა რვა წლის ასაკში გადავწყვიტე. ფილმს ვუყურებდით და მერე მამას ვუთხარი, რომ მსახიობი გავხდებოდი. გაიცინა და მითხრა: "შეგიძლია, ქალიშვილო". როდესაც 13 წლის ვიყავი, ვიპოვე სამსახიობო სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია, თავად დავუკავშირდი. ყველა დეტალის გაცნობის შემდეგ, დედას ვთხოვე სააგენტოში წავეყვანე“, - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ათაგულმა პირველი როლები რეკლამებსა და მინი სერიალებში ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს მიიღო, თუმცა ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მსახიობი 16 წლის ასაკში შეამჩნიეს, როდესაც სერიალში - "ფოთოლცვენა" გამოჩნდა, მან მაშინვე დაიპყრო მაყურებელის გული. კრიტიკოსების თქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავს დიდი მომავალი ჰქონდა. ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარობა სერიალმა "სტამბოლის ორი სახე“ მოუტანა.
გადასაღებ მოედანზე ნესლიჰანი თავის მომავალ მეუღლეს ქადირ დოგულუს შეხვდა. "არა მგონია, რომ ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. შესაძლოა, ყველაფერი რაღაცნაირად განსხვავებული იყო კადირთან, მაგრამ მაშინვე არ მიგრძნია რაღაც. გრნობები დროთა განმავლობაში მოვიდა, ”- თქვა მსახიობმა.
სერიალის გადაღებები 2014 წელს დასრულდა და მაშინ ჯერ კიდევ 22 წლის იყო და უკვე პოპულარობის მწვერვალზე. მსახიობმა გადაწყვიტა, კარიერაში დიდი შესვენება არ გაეკეთებინა და კიდევ ერთ პოპულარულ პროექტში, "შავი სიყვარული“ ითამაშა.
ის ამბობს, რომ რეალურად განსხვავებულ როლებზე ოცნებობს: "სიამოვნებით ვითამაშებდი ჯოკერს. ამ როლზე დიდი ხანია ვოცნებობ! მინდა ვნახო ჩემი თავი ახალ ამპლუაში. ძალიან შრომისმოყვარე ვარ და ჩემს საქმეს ყოველთვის კარგად ვაკეთებ“, - ხაზგასმით აღნიშნა ვარსკვლავმა.
სხვათა შორის, "შავი სიყვარულის“ გადაღებებისას პრესაში ვრცელდებოდა ჭორები ნესლიჰანისა და ბურაქ ოზჩივიტის რომანის შესახებ. თუმცა ჟურნალისტების ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. 2016 წელს მსახიობი დაქორწინდა ქადირ დოგულუზე. იხილეთ სრულად