ვინ იყო კაცი, რომლის გმირობაც მსოფლიომ მხოლოდ 50 წლის შემდეგ შეიტყო - მან 600-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა
ებრაული წარმოშობის ბრიტანელი ჰუმანისტის, სერ ნიკოლას უინტონის საოცარი გმირობის შესახებ მსოფლიომ მთელი ნახევარი საუკუნე არაფერი არ იცოდა და მის შესახებ მხოლოდ მისი ცოლის წყალობით შეიტყო, რომელმაც აღმოაჩინა 1939 წლის დათარიღებული უბის წიგნაკი.
უინტონი დაიბადა გერმანელი ებრაელების ოჯახში, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ ბრიტანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისითანავე მან მიზნად დაისახა ბავშვების გადარჩენა, რომლებსაც საკონცენტრაციო ბანაკი ელოდებოდათ, უინტონი ჯამში დაეხმარა 669 ბავშვს გადარჩენაში, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო.
ჩეხოსლოვაკიაში ხანმოკლე ვიზიტის დროს მან შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ.
ბრიტანეთში დაბრუნებისას უინტონი მუშაობდა ბავშვების ბრიტანეთში ჩამოყვანის კანონიერი საფუძვლის შექმნასა და მათთვის ოჯახების, თუ სპონსორების მოძიებაზე, უინტონი სათითაოდ აღრიცხავდა ბავშვს, მათ სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და იმ ოჯახს, ვინც იშვილა.
რთული პერიოდის დასაწყისი
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უინტონი დარწმუნებული იყო, რომ გერმანელები დაიკავებდნენ ბოჰემიისა და მორავიის დანარჩენ ნაწილს. ის კიდევ უფრო შეაშფოთა გერმანიასა და ავსტრიაში ებრაული თემის წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობამ 1938 წლის ნოემბერში Kristallnacht-ის აჯანყების დროს.
უინტონმა მაშინვე დააარსა ბავშვთა განყოფილება და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილთა ბრიტანეთის კომიტეტის სახელის გამოყენებით, თავდაპირველად ნებართვის გარეშე, დაიწყო მშობლებისგან განაცხადების მიღება პრაღაში, თავის სასტუმროში. როდესაც მისი საქმიანობა გაფართოვდა, მან გახსნა ოფისი პრაღაში. მალე ათასობით მშობელი უინტონის ბავშვთა განყოფილების ოფისიში მივიდა რათა უსაფრთხო თავშესაფარი მოენახათ მათი შვილებისთვის.
ამის შემდეგ უინტონი დაბრუნდა ლონდონში, რათა მოეწყო სამაშველო ოპერაცია ამ მიზნით. მან შეაგროვა ფული ბავშვების ტრანსპორტირების დასაფინანსებლად და 50 ფუნტი თითო ბავშვის გარანტია, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა მოითხოვდა ბავშვების ბრიტანეთიდან საბოლოო გამგზავრების დასაფინანსებლად.
მას ასევე მოუწია ბრიტანელი ოჯახების მოძებნა, რომლებიც მზად იყვნენ ლტოლვილ ბავშვებზე ეზრუნათ. დღისით უინტონი მუშაობდა თავის რეგულარულ სამუშაოზე საფონდო ბირჟაზე, შემდეგ კი გვიან შუადღესა და საღამოს ბავშვების გადარჩენით იყო დაკავებული. მან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ფულის შესაგროვებლად და მინდობით აღსაზრდელთა სახლების მოსაძებნად, რათა რაც შეიძლება მეტი ბავშვი უსაფრთხოდ გამოეხნა.
უინტონის მიერ ორგანიზებული ბავშვების პირველი ტრანსპორტირება თვითმფრინავით 1939 წლის 14 მარტს შედგა, გერმანელების მიერ ჩეხეთის ოკუპაციის წინა დღეს. ლონდონის მატარებლის სადგურზე ბრიტანელი აღმზრდელი მშობლები ბავშვების შეგროვებას ელოდებოდნენ. ბოლო მატარებელმა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ პრაღა 1939 წლის 2 აგვისტოს დატოვა . სამაშველო საქმიანობა შეწყდა, როდესაც გერმანია შეიჭრა პოლონეთში და ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას 1939 წლის სექტემბრის დასაწყისში.
უინსტონის საიდუმლო
უინტონი ამ საიდუმლოს ალბათ საფლავში წაიღებდა, რომ არა მისი მეუღლის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი წიგნაკი, სადაც თითოეული გადარჩენილი ბავშვის მონაცემები იყო შეყვანილი.
1988 წელს BBC-ის სატელევიზიო გადაცემაში "ესაა ცხოვრება!" გაიმართა სულისშემძვრელი შოუ, გადაცემაში მიწვეულმა ნიკოლას უინტონმა არ იცოდა, რომ მის გარშემო დარბაზში მსხდომი სტუმრები, მის მიერ გადარჩენილი ბავშვები იყვნენ, რომლებიც ფეხზე წამოუდგნენ გმირს, რომლის შესახებაც მსოფლიომ იმ წუთიდან შეიტყო.
ბრიტანულმა პრესამ მას ბრიტანელი ოსკარ შინდლერი შეარქვა". 2003 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ ნიკოლას უინტონს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისგან ბავშვების გადარჩენისათვის რაინდის წოდება მიანიჭა.
2014 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ნიკოლას უინტონი ჩეხეთის უმაღლესი, პირველი კლასის თეთრი ლომის ორდენით დააჯილდოვა. უინტონი 2015 წლის 1-ელ ივლისს 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტოზე: ნიკოლას უინტონის ძეგლი პრაღის ვაგზალზე