კაცობრიობის სირცხვილი - სიკვდილით დასჯის 5 ყველაზე სასტიკი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში | Allnews.Ge

კაცობრიობის სირცხვილი - სიკვდილით დასჯის 5 ყველაზე სასტიკი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში

ადრეულ და შუა საუკუნეებში პატიმრებს ნამდვილად არ ექცეოდნენ ჰუმანურად. წარმოგიდგენთ სიკვდილით დასჯის 5 მეთოდს, რომლებიც იმ პერიოდშიც კი სასტკად ითვლებოდა:

1. სპილოების გათელვით გამოწვეული სიკვდილი

2023040316552689693-1685178503.jpg

საშინელი წამება, რომელიც გვხვდებოდა შუა საუკუნეებში სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ასეთი სასჯელი განსაკუთრებით პოპულარული იყო ინდოეთში, სადაც უზარმაზარი ცხოველები მე-19 საუკუნემდე თელავდნენ დამნაშავეებს. ცხოველები უბრალოდ აბიჯებდნენ უბედურ მსხვერპლს თავზე ან ტანზე. არსებობს ვერსიები, რომ სპილოებს ასწავლიდნენ დამნაშავეების ცხედრების დანაწევრებას ბასრი პირებით, რომლებიც მიბმული ჰქონდათ ძვლებზე.

2. ბრინჯაოს ხარი

brazen-bullnew-og-1685178600.webp

ძველი ბერძნები დამნაშავეებს უზარმაზარ ბრინჯაოს ხარში გამოწვით სჯიდნენ. მას ქანდაკებაში სვამდნენ, კეტავდნენ და მის ქვეშ ცეცხლს ანთებდნენ.

შემზარავი სიკვდილით დასჯა საზოგადოების გასართობი იყო. რკინის ხარს ცხვირთან პატარა მილებს უკეთებდნენ: როდესაც მსხვერპლი ტკივილისგან ყვიროდა, მათში გამავალი ხმა ცხოველის ღრიალს წააგავდა.

3. სარზე დასმა

2023040316580589693-1685178662.jpg

გრაფი დრაკულა იყო აღსრულების ამ მეთოდის მოყვარული, რომელიც ძალიან პოპულარული იყო მე-15 საუკუნეში. ვლად III ცეპეში მართავდა ვლახეთს (თანამედროვე რუმინეთი) და გახდა ლეგენდარული ვამპირის პროტოტიპი. იმდროინდელ სურათებში ჩანს, თუ როგორ ხვრეტენ ადამიანს მუცელში გრძელი სარით. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ პროცესი ბევრად უფრო შოკისმომგვრელი იყო. ამბობენ, რომ მსხვერპლს ვაგინალური ან ანალური გზით სვამდნენ სარზე და ისინი საშინელი წამებით კვდებოდნენ.

4. შუაზე გაჭრა

2028879-medieval-execution-death-by-sawing-1474-1685178770.jpg

ეს წამება გამოიყენებოდა მსოფლიოს მრავალ კულტურაში. დამნაშავეს თავდაყირა ჰკიდებდნენ და ჯალათი ორ ნაწილად ჰყოფდა. ვინაიდან ადამიანი ამოტრილებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სისხლი ტვინში ვარდბოდა და მსხვერპლი სიკვდილით დასჯის დასრულებამდე ცოცხალი რჩებოდა. განსაკუთრებით ხშირად ცნობები ამ სიკვდილით დასჯის შესახებ გვხვდება შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში. ბუდიზმში ხერხი ჯოჯოხეთში ცოდვილთა ერთ-ერთ სასჯელად ითვლება.

5. ტყავის აძრობა

2023040317044389693-1685178817.jpg

ეს ნელი და მტკივნეული აღსრულებაა, რომელსაც სხვადასხვა ერებში მიმართავდნენ. მსხვერპლს აბამდნენ და ტყავს ნელ-ნელა აძრობდნენ. პროცესში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. სიკვდილი დგებოდა სისხლის დაკარგვის, ტკივილის შოკის, ინფექციების და ჰიპოთერმიის გამო. ეს პროცესი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე.

წამება, რომელიც შეიძლება გამოგონილ კოშმარად ჩანდეს, სინამდვილეში სასტიკი რეალობა იყო თითქმის მე-19 საუკუნემდე. ჩვენს დროში ასეთი სიკვდილით დასჯა განიხილება როგორც დანაშაული, მაგრამ ძველ და შუა საუკუნეებში ისინი საკმაოდ ადეკვატური სასჯელი იყო კანონის ნორმების შეუსრულებლობისთვის.

წყარო

myquiz