ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს? | Allnews.Ge

ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის სახელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტეინერმზიდ გემს დაარქვეს?

მ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოპე­რი­რე­ბა და­ი­წყო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემ­მა MSC Irina-მ , რო­მელ­საც ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. გემი ლი­ბე­რი­ის დრო­შის ქვეშ და­ცუ­რავს. ეს არის პირ­ვე­ლი, ექ­ვსი ულტრა დიდი გე­მი­დან, რო­მე­ლიც ჩი­ნურ­მა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომ­პა­ნია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მე­დი­ტე­რა­ნი­ან ში­პინგ კომ­პა­ნი) დაკ­ვე­თით აა­შე­ნა. ამ­ჟა­მად MSC Irina ყვე­ლა­ზე დიდი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც 24,300 TEU -ზე მეტი კონ­ტე­ი­ნე­რის გა­და­ზიდ­ვა შე­უძ­ლია. ლა­პა­რა­კია სტან­დარ­ტულ 20-ფუ­ტი­ა­ნი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის ტე­ვა­დო­ბა­ზე.

MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს 155 ქვე­ყა­ნა­ში 675 ოფი­სი აქვს. მის სა­კუთ­რე­ბა­შია 730 ხო­მალ­დი, და ფლობს 4,6 მ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ზე (TEU) მეტს. ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­აქვს 23 მ TEU -ზე მეტი კონ­ტე­ი­ნე­რი.

37188-4602b71112b7f98c726dadc6617089d9-47700-1684991548.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ MSC სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი წე­ლია კომ­პა­ნია MSC Georgia-ს სა­ხით ოპე­რი­რებს, რომ­ლის პარტნი­ო­რი და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რე­გი­ონ­ში კომ­პა­ნი­ის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­ფა­სე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახა­ლა­შე­ნე­ბულ გემს, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირი­ნა Ambebi.ge - ის ესა­უბ­რა.

17353193-1275104339243967-478588411572513892-n-47708-1684991562.jpg

"დღეს MSC მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო სა­ზღვაო კომ­პა­ნი­აა. მა­მა­ჩე­მი, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლი 1996 წლი­დან მათი პარტნი­ო­რია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ზღვაო ინ­დუსტრი­ის გარ­შე­მო ვიზ­რდე­ბი, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ამ სფე­როს ავირ­ჩევ­დი. ამ­ჟა­მად სინ­გა­პურ­ში ვარ და სა­ზღვაო კა­რი­ე­რა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­მის სა­ხელს, ეს MSC-ის ტრა­დი­ცი­აა - როცა პარტნი­ო­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, ასა­ჩუქ­რე­ბენ და ნე­ბას აძ­ლე­ვენ გემს სა­ხე­ლი თა­ვად და­არ­ქვან. იხილეთ სრულად

myquiz