ქალაქები, სადაც სახლებს წარმოუდგენლად დაბალ ფასში ყიდიან | Allnews.Ge

ქალაქები, სადაც სახლებს წარმოუდგენლად დაბალ ფასში ყიდიან

თუ დიდი ხანია ოცნებობთ სახლის ყიდვაზე, თუმცა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, იქნებ, ამ სტატიას გადახედოთ. თურმე არის ქალაქები მსოფლიოში, სადაც ჩალის ფასად იყიდება სახლები.

სამბუკა, იტალია

იტალიის იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ცოტა ადამიანია დასახლებული, სახლის ყიდვას სულ რაღაც 1 ევროდ სთავაზობენ ხალხს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სურს გაზარდოს ამ რაიონში მოსახლეობა და მიტოვებული სახლები ცარიელი არ იყოს. სახლები, რა თქმა უნდა, გასარემონტებელია, ამიტომ ხელისუფლება ავალდებულებს ახალ მეპატრონეებს, 3 წლის განმავლობაში სახლი მწყობრში ჩააყენონ. გარკვეული თანხაც კი არსებობს, რომელიც ახალმა მეპატრონემ სახლს უნდა დაახარჯოს და ეს თანხა 15 000 ევროა.

190118-sambuca-houses-featured-1684836952.jpg

რუბე, საფრანგეთი

რუბე საფრანგეთის ჩრდილოეთით, ბელიგიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია. ადგილი ეკონომიურად სტაბილურია და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ვითარდება. ხელისუფლება ამ ადგილის ნელ-ნელა დასახლებასა და გალამაზებას გეგმავს. ისევე, როგორც სამბუკაში, სახლი აქაც 1 ევრო ღირს, თუმცა არსებობს ერთი პირობა, მყიდველმა აქ მინიმუმ 5 წელი უნდა იცხოვროს და სახლის გასარემონტებლად ფინანსური ხარჯები უნდა გაიღოს.

hero-1-gettyimages-182773106-cropped-web72dpi-1684837003.jpg

ბუფალო, აშშ

ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო პროგრამაა შეიმუშავა, რომელიც ამ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ გულისხმობს. მოთხოვნები იგივეა, სახლში მინიმუმ 3 წელი უნდა იცხოვროს ახალმა მეპატრონემ, ასევე ფული უნდა ჩადოს მის გარემონტებაში.

დეტროიტი, აშშ

ამ ქალაქში დაიბადა რეპერი ემინემი. იმ დროისთვის ეს ადგილი არ იყო ასეთი ცნობილი, იქ გამეფებული იყო კრიმინალი, უმუშევრობა და უფულობა.ქალაქის მოსახლეობას ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი ქალაქი შესაძლოა გალამაზებულიყო და ტურისტებისთვის საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ ხელისუფლებამ აქ სახლების ძალიან იაფად გაყიდვა დაიყო, თუმცა გარდა უსახლკაროებისა იქ ცხოვრება არავის უნდოდა.გარდა ამისა, იაფ სახლებს ადამიანებს სხვა შტატებშიც სთავაზობდნენ, სადაც ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა იყო ვიდრე დეტროიტში. განაგრძეთ კითხვა

myquiz