Balenciaga-ს დახეული სვიტერი შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს მოდის სახლის ახალი ტანსაცმელი? | Allnews.Ge

Balenciaga-ს დახეული სვიტერი შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს მოდის სახლის ახალი ტანსაცმელი?

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გავსალია ისევ გვაოცებს. დასვრილი ფეხსაცმელების, კროქსების, ნაგვის პარკის ფორმის ჩანთებისა და "ჩაკეცილი" ფეხსაცმელების შემდეგ დემნა საზოგადოებას მორიგი უცნაური სიახლით ბრუნდება.

Balenciaga-ს ვებგვერდზე ძალიან უცნაური სვიტერი იყიდება. რუხი და მუქი ფერის ზედატანი ალაბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული რომ არა მისი მდგომარეობა და ხვრელები არაერთ ადგილას.

11-1684833047.png

33-1684833057.png

როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, გრძელსახელოებიანი სვიტერი მატყლის, ბამბის და ტექნიკური ბოჩკოსგან არის დამზადებული.

შთამბეჭდავია სვიტერის ფასიც. ვეგბერდზე განთავსებული ინფორმაციით, ისინი არც მეტი, არც ნაკლები 1 150 € ღირს, რაც დაახლოებით 3 150 ლარს აღემატება.

22-1684833068.png

aa-1684833188.png

იხილეთ: დემნა მსოფლიოს ისევ აოცებს - რა ღირს Balenciaga-ს დრეკადი შარფები, რომლებიც განხილვის საგანი გახდა

დემნა მსოფლიოს ისევ აოცებს - რა ღირს "ბალენსიაგას" მიერ შექმნილი ჯინსის შარვალი?

myquiz