80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა | Allnews.Ge

80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

მო­ჭი­და­ვე რო­მან რუ­რუა მე­ხი­კოს 1968 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ტო­კი­ოს 1964 წლის თა­მა­შე­ბის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლი­ოს 4-გზის ჩემ­პი­ო­ნი და კი­დევ უამ­რა­ვი ჯილ­დო­სა თუ პრი­ზის მფლო­ბე­ლია. მისი სა­ხე­ლი და გვა­რი დიდ სპორ­ტულ გა­მარ­ჯვე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­ტო­ნი რო­მა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნეც ყო­ფი­ლა და ამ საქ­მეს აქ­ტი­უ­რად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში შე­უდ­გა. იყი­და მიწა მცხე­თა­ში და იქ სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნამ­დვი­ლი სა­მო­თხე მო­ა­წყო, რა­საც 80 წლის ჩემ­პი­ო­ნი გულ­და­გულ დღე­საც უვ­ლის. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც მას­თან სწო­რედ ამ თე­მას და­ეთ­მო.

romanruruasmeurneoba-21-65117-1684323840-1684389163.jpg

- რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, თბი­ლი­სი­დან მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით?

- მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ანს თა­ვი­დან, პა­ტა­რა­ო­ბი­დან უნდა მოგ­დევ­დეს... მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ჩი­დან ვარ. მა­მა­ჩე­მი სო­ფელ­ში მი­წას­თან რომ მუ­შა­ობ­და, ჩვენც გვა­მუ­შა­ვებ­და, ცალ­კე ნაკ­ვე­თი გვქონ­და და თვი­თონ ვუვ­ლი­დი. მერე ბავ­შვი ხომ იცით, რო­გო­რია... ეს ჩემი ნაკ­ვე­თია, ვამ­ბობ­დი და ასე ვმუ­შა­ობ­დი...

მოკ­ლედ, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ბავ­შვო­ბი­დან იყო ჩა­დე­ბუ­ლი. სკო­ლა­ში ბო­ტა­ნი­კის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლი­და დამ­ყნო­ბას, დარ­გვას და სხვა­დას­ხვა მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ას, მი­წის სა­მუ­შა­ო­ებს და მა­ნაც შეგ­ვაყ­ვა­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან ვიცი დამ­ყნო­ბა კვირ­ტით, კალ­მით და რაც მთა­ვა­რია, ეს საქ­მე მა­ინ­ტე­რე­სებ­და კი­დეც. წლე­ბი რომ გა­ვი­და, იცით, რაზე დავ­ფიქ­რდი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე? და "ახა­ლი ამე­რი­კა“ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გა­ვე­ცი კი­თხვას პა­სუ­ხი - შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა ფუ­ლის გა­რე­შე. ოთხი სუბსტან­ცია - მიწა, ჰა­ე­რი, სით­ბო და წყა­ლი, რაც სი­ცო­ცხლის წყა­როა, იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ, თუ ფული არ გაქვს, მის გა­რე­შეც იარ­სე­ბო. კი, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ბუ­ნე­ბის ამ ოთხი კომ­პო­ნენ­ტის დახ­მა­რე­ბით იცხოვ­რო. ისი­ნი ხომ სი­ცო­ცხლეს ქმნი­ან?!

- ე.ი. თუ ფული არ გაქვს, შენი საზ­რდო თა­ვად უნდა მო­ი­პო­ვო...

- ვი­საც პი­რა­დი საზ­რდო არ გა­აჩ­ნია და სა­კუ­თარ თავს ვერ უვ­ლის, მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცის სარ­ჩე­ნი იქ­ნე­ბა... მა­გა­ლი­თად, გა­სულ ზა­ფხულს ამ წლის­თვის 70 ტონა სი­მინ­დი მი­ვი­ღე. პურს თუ ფასი მო­უ­მა­ტეს, ამას ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. პუ­რიც სახ­ლში მაქვს და წის­ქვი­ლიც. სა­ქო­ნე­ლი მყავს, რძე მაქვს, ყვე­ლი, ნა­დუ­ღი, კა­რა­ქი, ხილი, ბოსტნე­უ­ლი...

romanruruasmeurneoba-3-65108-1684323819-1684389255.jpg

- ე.ი. ბა­ზარ­ში არ და­დი­ხართ...

- იშ­ვი­ა­თად თუ შე­ვივ­ლი და თევზს შე­ვი­ძენ, რად­გან თევ­ზი ჯერ არ მო­მი­შე­ნე­ბია. მინ­და, ამა­ზეც ვიზ­რუ­ნო... მოკ­ლედ, რაც ჩემს მა­მულ­შია, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ოჯა­ხის­თვი­საა. საკ­მა­რი­სია და ამით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ისეა, რომ შე­იძ­ლე­ბა, გა­რეთ სა­ე­როდ არა­ფერ­ზე გა­ვი­დე... წყლის მა­რა­გიც მაქვს შექ­მნი­ლი, 90-ტო­ნი­ა­ნი ბაკი მაქვს, მაქვს დე­ნის მა­რა­გიც (ქა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით), ჩემ­თან რა­დი­ა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფა­რიც არ­სე­ბობს, გათ­ბო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლიც.

- თქვე­ნი პა­ტა­რა "ქვე­ყა­ნა" შე­გიქ­მნი­ათ...

- ...მა­რა­ნი მი­წის­ქვეშ, მთა­შია გა­მოჭ­რი­ლი, სა­დაც ზა­ფხულ­ში რომ შეხ­ვი­დე, გა­ი­ყი­ნე­ბი, ზამ­თარ­ში კი თბი­ლა. ვფიქ­რობ და ვზრუ­ნავ, ცხა­დია ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც და ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტი, რა­საც ვა­წარ­მო­ებ, არის ჯან­სა­ღი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი, არ ვწამ­ლავ.

გა­შე­ნე­ბუ­ლი მაქვს სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყუ­რძე­ნი. ბო­ლოს სა­ჩხე­რი­დან ლაშა ტა­ლა­ხა­ძის ბა­ბუ­ამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა 40 ძირი ძელ­შა­ვის ჯი­შის ნერ­გე­ბი. ასე­თი ყუ­რძე­ნი და მის­გან და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო აქამ­დე არ მე­ნა­ხა და გა­მე­სინ­ჯა... მო­მე­წო­ნა, რა­ღაც წაბ­ლის სურ­ნე­ლი აქვს. ახლა 300 ძირი კი­დევ შე­ვუკ­ვე­თე, უნდა გა­ვამ­რავ­ლო... მოკ­ლედ, ასე ვცხოვ­რობ. ხომ ვთქვი - არ მაქვს ფული? ნუ მაქვს, ჯან­და­ბას, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ხომ მაქვს. არა, უფუ­ლო კა­ციც არ ვარ, - ასეც არაა... გააგრძელეთ კითხვა